კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აჭარის ტელევიზიის თანამშრომლებმა სამსახური დატოვეს

4 მარტი, 2005

აჭარის ტელევიზიის თანამშრომლებმა სამსახური დატოვეს

თბილისი.03.03.05.მედია-ნიუსი. აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნატო იმედაიშვილი თანამდებობიდან გადადგა. გავრცელებული ინფორმაციით, მასთან ერთად ტელევიზია დატოვა საინფორმაციო სამსახურის კიდევ რამოდენიმე თანამშრომელმა. როგორც „მედიანიუსს“ იმედაშვილმა განუცხადა, 3 მარტს გადაღებებზე არავინ გასულა.

საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსის თქმით, მისი თანამდებობიდან წასვლის მიზეზი ტელევიზიის ხელმძღვანელის ზაზა ხალვაშის მხრიდან ზემოქმედება გახდა.

„ტელევიზიაში გასულ ყველა სიუჟეტზე ცენზურა იყო დაწესებული. ვფიქრობ, სწორი ნაბიჯი გადავდგი, რადგან საზოგადოება ჩვენგან დახმარებას და სიმართლის თქმას მოელის. ჩვენ ვიბრძოდით აბაშიძის რეჟიმის წინააღმდეგ და სიტყვის თავისუფლებისათვის,“- განაცხადა იმედაიშვილმა.

იგი დარწმუნებულია, რომ ცენზურა აჭარის ხელისუფლებისაგან და კონკრეტულად კი ლევან ვარშალომიძისაგან არ მოდის. მისი თქმით, ტელევიზიაში თვითცენზურაა დამკვიდრებული. „არ შეიძლება ტელევიზიის ხელმძღვანელი მშიშარა იყოს და გასული ყოველი კრიტიკული სიუჟეტისთვის ბოდიშს იხდიდეს,“- განაცხადა იმედაიშვილმა.

თანამდებობიდან გადადგომის ერთ-ერთ მიზეზად იგი მისი მეუღლის ფაქტორსაც ასახელებს. იმედაიშვილის მეუღლემ რამოდენიმე დღის წინათ აჭარის ნაციონალური მოძრაობის საორგანიზაციო მდივნის პოსტი დატოვა.

აჭარის ტელევიზიის ხელმძღვანელმა ზაზა ხალვაშმა „მედიანიუსთან“ საუბრისას უარყო საინფორმაციო სამსახურის უფროსის ნატა იმედაიშვილის ბრალდება და განაცხადა, რომ მისი მხრიდან საინფორმაციო სამსახურისადმი არავითარ ზეწოლასა და ცენზურას ადგილი არ ჰქონია.

აჭარის ტელევიზიის თანამშრომელთა მხარდასაჭერად ბათუმში არსებული ჟურნალ-გაზეთებისა და სხვა მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, უნდა შეწყდეს აჭარის ტელევიზიაში ცენზურა.

ჟურნალისტები აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძესთან შეხვედრასა და სიტუაციაში გარკვევას მოითხოვდნენ. თუმცა, ლევან ვარშალომიძე მათ არ შეხვედრია. აქციის მონაწილეებთან აჭარის ჯანდაცვის მინისტრი კობა ხაბაზი შეხვდა და ვითარებაში გარკვევას დაპირდა.

 

ახალი ამბები