კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არასამთავრობოების რეგისტრაცია იუსტიციის სამინისტროს კომპეტენციაში შევიდა

4 მარტი, 2005

არასამთავრობოების რეგისტრაცია იუსტიციის სამინისტროს კომპეტენციაში შევიდა

თბილისი.02.03.05.მედია-ნიუსი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსში შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით, 2005 წლის 1 მარტიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს კომპეტენციაში შევიდა კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების - კავშირების (ასოციაციების) და მათი ფილიალების (წარმომადგენლობები ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები) რეგისტრაცია, რომელსაც, სასამართლოების ნაცვლად, განახორციელებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოები.

იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეგისტრაციისა და ლიცენზირების დეპარტამენტის უფროსის გიორგი გოგიბერიძის ინფორმაციით, ზემოთ ჩამოთვლილ ორგანიზაციებს რეგისტრაციაში გაატარებს იუსტიციის სამინისტროს 10 რეგიონული სახელმწიფო სარეგისტრაციო სამსახური, რომლებიც უზრუნველყოფენ რეგისტრაციას მათი სამოქმედო ტერიტორიის მიხედვით, შესაბამისი ორგანიზაციის ადგილსამყოფელის (იურიდიული მისამართის) გათვალისწინებით. იმ ორგანიზაციების რეგისტრაცია, რომელიც თბილისში განთავსდება, განხორციელდება უშუალოდ იუსტიციის სამინისტროში.

განხორციელებული ცვლილებების შედეგად, შემცირდა კავშირებისა და ფონდების რეგისტრაციისათვის დადგენილი ვადა; თუ ადრე იგი ერთი თვით განისაზღვრებოდა, ამჟამად ეს ვადა 15 დღეს შეადგენს.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ ახალი სარეგისტრაციო სისტემის ჩამოყალიბებასთან ერთად, შეიქმნება იუსტიციის სამინისტროს მიერ რეგისტრირებული ორგანიზაციების ერთიანი მონაცემთა ბაზა და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალება ექნება დროის მცირე მონაკვეთში მიიღოს სრული და ამომწურავი საჯარო ინფორმაცია რეგისტრირებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების შესახებ.

იუსტიციის სამინისტრო დღემდე უფლებამოსილი იყო, განეხორციელებინა მხოლოდ ფონდების, პარტიებისა და შემოქმედებითი კავშირების რეგისტრაცია.


ახალი ამბები