კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ევროკომისიამ საქართველოს შესახებ ანგარიში მოამზადა

7 მარტი, 2005

ევროკომისიამ საქართველოს შესახებ ანგარიში მოამზადა

თბილისი.04.03.05.მედია-ნიუსი. ევროკომისია საქართველოსთან „ევროპის სამეზობლო პოლიტიკის“ ფარგლებში, ურთიერთობის მნიშვნელოვნად გაღრმავების რეკომენდაციას იძლევა.

აღნიშნული რეკომენდაცია მოცემულია საქართველოს შესახებ მომზადებულ ანგარიშში, რომელიც ევროკომისიის საგარეო ურთიერთობებისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის კომისარმა ბენიტო ფერერო ვალდნერმა ბრიუსელში 2 მარტს წარადგინა.

როგორც 4 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოში ევროკომისიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ტორბენ ჰოლცემ განაცხადა, ანგარიში 22 მარტს ევროკავშირის მინისტრთა საბჭომ უნდა  დაამტკიცოს, რის შემდეგაც ევროკომისია საქართველოსთან მიმართებაში ინდივიდუალური პარტნიორობის პროგრამას შეიმუშავებს.

ტორბენ ჰოლცეს განცხადებით, ევროკომისიის ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია პოლიტიკური ინსტიტუტების განვითარებაზე, დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვაზე; აგრეთვე ეკონომიკური და სოციალური რეფორმების განხორციელებაზე ვაჭრობის შემდგომი ლიბერალიზაციისა და ბიზნესისთვის ხელშემწყობი გარემოს შექმნის აუცილებლობაზე.

„დიდი იმედი მაქვს, რომ ევროკავშირის მინისტრთა საბჭო დადებითად გადაწყვეტს საქართველოსთან ინდივიდუალური თანამშრომლობის თაობაზე მოლაპარაკებების დაწყების საკითხს. ჩვენი ურთიერთობების გაღრმავება ქვეყნის ხელისუფლების ძალისხმევასა და მის მიერ წინ გადადგმულ ნაბიჯებზე იქნება დამოკიდებული“- განაცხადა ჰოლცემ.

ცნობისთვის: საქართველო სომხეთთან და აზერბაიჯანთან ერთად ევროპის სამეზობლო პოლიტიკაში 2004 წლის ივნისიდან ჩაერთო.

ახალი ამბები