კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ევროკავშირი საქრთველოსთან სამოქმედო გეგმის თაობაზე მოლაპარაკებების დაწყების საკითხს განიხილავს

10 მარტი, 2005

ევროკავშირი საქრთველოსთან სამოქმედო გეგმის თაობაზე მოლაპარაკებების დაწყების საკითხს განიხილავს

თბილისი.10.03.05.მედია-ნიუსი. სახელმწიფო კანცელარიაში საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის მეორე სხდომა გაიმართა. კომისიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი ხელმძღვანელობს.

ევროკავშირის კანონის უზენაესობის მისიამ (EUJUST THEMIS) საქართველოში მუშაობა შარშან, 3 ივნისს დაიწყო და ის „ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის“ კონტექსტში ფუნქციონირებს.

მისიის ხელმძღვანელმა სილვია პანცმა კომისიის სხდომაზე მისიის საქართველოში საქმიანობის შესახებ ისაუბრა.

ევროკავშირის კანონის უზენაესობის მისიის მიზანი საქართველოს მთავრობისთვის სამართალდამცავი სტრუქტურების რეფორმირებაში დახმარებაა.

მისიის შემადგენლობაში უმაღლესი კვალიფიკაციის ევროპელი ექსპერტები შედიან. საქართველოს ხელისუფლებასთან ამ ორგანიზაციის თანამშრომლობის შედეგი საქართველოში სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის ყოვლისმომცველი სტრატეგიის შექმნა იქნება. ამ მიზნით, პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე, სამთავრობო სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელსაც იუსტიციის მინისტრი კოტე კემულარია ხელმძღვანელობს.

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა გიორგი ბარამიძემ კომისიის სხდომაზე ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში საქართველოს სამოქმედო გეგმის პრიორიტეტების შესახებ ისაუბრა.

23 მარტს ევროკავშირის საბჭო საქართველოსთან სამოქმედო გეგმის თაობაზე მოლაპარაკებების დაწყების საკითხს განიხილავს. აღნიშნნულ პრიორიტეტთა განსაზღვრა კი სწორედ ამ მოლაპარაკებების დაწყებამდე უნდა დასრულდეს, რათა ქართულმა მხარემ ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენება შეძლოს.

ახალი ამბები