კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შიდა ქართლში პოლიციის ყველა მაღალჩინოსანი თანამდებობიდან გაათავისუფლა

16 მარტი, 2005

შიდა ქართლში პოლიციის ყველა მაღალჩინოსანი თანამდებობიდან გაათავისუფლა

თბილისი.13.03.05.მედია-ნიუსი. შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის ხელმძღვანელი ალექსანდრე სუხიტაშვილი და რეგიონის რაიონების პოლიციის სამმართველოების ხელმძღვანელები თანამდებობებიდან გაათავისუფლეს.

ამის მიზეზად პრეზიდენტმა სააკაშვილმა ოს სეპარატისტებთან ერთად მათი ფართომასშტაბიან კონტრაბანდაში მონაწილეობა დაასახელა. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ამ საქმეების გამოძიებას იგი პირად კონტროლზე აიყვანს.

„მომდის ინფორმაციები, რომ პოლიციის რაიონული განყოფილებების ხელმძღვანელები, პირდაპირ თუ ირიბად, ჩართულნი არიან კონტრაბანდაში. არადა, სწორედ იმისთვის, რომ რეგიონში კონტრაბანდის ბუდე მოსპობილიყო, 16 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა,“- აღნიშნა პრეზიდენტმა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, „რეგიონში შეიქმნა მაფია, რომელიც ცდილობს, თავიდან გახსნას კონტრაბანდის გზები.“

პრეზიდენტმა დავალება მისცა სამართალდამცავი სტრუქტურების ხელმძღვანელებს, მთლიანად შეცვალონ შიდა ქართლის სპეცდანიშნულების რაზმის ხელმძღვანელობა, შეიქმნას სპეციალური ჯგუფი, რომელიც გზებზე ტვირთების მოძრაობას გააკონტროლებს, ამ პროცესს კი გუბერნატორმა მიხეილ ქარელმა და შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა უნდა გაუწიოს კოორდინაცია.

„შევარდნაძის დროინდელი პოლიციის ზოგიერთი თანამშრომელი ჩვენ დავტოვეთ სამსახურში, რადგან პროფესიონალები გვჭირდებოდა და მათ საქმის კეთების შანსი მივეცით. პოლიცია თავის დროზე ხომ გაიწმინდა და როგორღა დარჩნენ იქ ასეთი ადამიანები? კონტრაბანდის გზების გახსნას არ დავუშვებ და სადაც მუშტის დარტყმაა საჭირო, მუშტს დავარტყამ,“- აღნიშნა პრეზიდენტმა.

 

ახალი ამბები