კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მოსამართლემ ადვოკატები პროცესზე არ დაუშვა

18 მარტი, 2005
მოსამართლემ  ადვოკატები პროცესზე არ დაუშვა

რამდენიმე საათის წინ რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯორბენაძემ უპრეცენდენტოდ უკანონო გადაწყვეტილება მიიღო. მან სასამართლო პროცესზე არ დაუშვა ორგანიზაცია „კონსტიტუცია 42-ე მუხლის“ ადვოკატები თამარ ფრიდონაშვილი და ვანდა ჯიჯელავა, ისარგებლა მოსარჩელის ხანდაზმულობით, ფიზიკური მდგომარეობითა და სამართლებრივი გაუთვითცნობიერებლობით და დაცვის გარეშე გამოიტანა გადაწყვეტილება.

მოსამართლემ ადვოკატები პროცესზე არ დაუშვა იმ მიზეზით, რომ ისინი არ არიან ადვოკატთა ასოციაციის წევრები. მოსამართლის ეს გადაწყვეტილება არის ყოვლად უსაფუძვლო და უკანონო.  საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი პირდაპირ მიუთითებს, რომ ადვოკატებს საქმიანობის უფლება ერთმევა 2006 წლის 1 ივნისიდან იმ შემთხვევაში, თუ ადვოკატს არ აქვს გავლილი ტესტირება. აღსანიშნავია, რომ ადვოკატებს, რომლებიც ახორციელებდნენ კლიენტების დაცვას სამოქალაქო საქმეზე გავლილი აქვთ ტესტირება, ადვოკატთა ასოციაციის წევრობა კი მოქმედი კანონმდებლობით ჯერჯერობით სავალდებულო არ არის (იგი მხოლოდ 4 დღის წინ დაფუძნდა).

ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ მიიჩნევს, რომ მოსამართლის აღნიშნული ქმედება არის უკანონო და მიმართულია ადვოკატთა დისკრედიტაციისაკენ. მოსამართლის ქმედებით დაირღვა როგორც ადვოკატთა პროფესიული საქმიანობის უფლება, ასევე მოქალაქეს დაერღვა დაცვის უფლება.

„კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ მიმართავს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოსამართლე თ.ჯორბენაძის წინააღმდეგ დისციპლინარული დევნის საკითხის დასმის მოთხოვნით.

ახალი ამბები