პარლამენტარი რომან გოცირიძე გარემოვაჭრეების დაპატიმრების წინააღმდეგია
თბილისი.21.03.05.მედია-ნიუსი. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე რომან გოცირიძე უარყოფითად აფასებს შს სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომელიც უკანონო გარევაჭრობას ეხება.როგორც რომან გოცირიძემ ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის კანდიდატის რანგში საპარლამენტო ფრაქცია „მაჟორიტარებთან“ შეხვედრაზე განაცხადა, შს სამინიტროს მიერ მომზადებული ცვლილებებით უკანონო გარემოვაჭრეებზე მკაცრდება სანქციები და გარემოვაჭრეებს 30 დღემდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.„ეს არის აბსურდი, ვინაიდან თუ წინათ ადამიანებს ჯიბეში პლანს უდებდნენ და ასე იჭერდნენ, ახლა სიგარეტებს ჩაუდებენ. მართალია, ალტერნატიული ვარიანტიც არსებობს, რომელიც 7 დღემდე პატიმრობას გულისხმობს, მაგრამ არც ასეთი სახით გამოიღებს ადმინისტრირება შედეგს, შედეგად კი ადამიანის უფლებებს დავარღვევთ,“- აღნიშნა რომან გოცირიძემ.