დეკანი სტუდენტების მოთხოვნით თანამდებობიდან გაათავისუფლეს
თბილისი.21.03.05.მედია-ნიუსი. თბილისის აგრარული უნივერსიტეტის აგრონომიის ფაკულტეტის სტუდენტებმა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის ცოტნე სამადაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლება მოითხოვეს.ინსტიტუტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელთან არჩილ ვაშაკიძესთან საუბრის შემდეგ სამადაშვილმა თანამდებობა დატოვა. სტუდენტები მას კორუფციაში ადანაშაულებდნენ.„სამადაშვილი კორუმპირებულია. ის სტუდენტებზე წიგნებს ყიდის და ამის მიხედვით წერს ნიშნებს,“- აცხადებდნენ სტუდენტები.