კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სისხლის სამართლის კოდექსში რევოლუციური ცვლილებები განხორციელდა

29 მარტი, 2005

სისხლის სამართლის კოდექსში რევოლუციური ცვლილებები განხორციელდა

თბილისი.28.03.05.მედია-ნიუსი. საქართველოს პარლამენტმა სისხლის სამართლის კოდექსში რევოლუციური ცვლილებები შეიტანა,- განაცხადეს 28 მარტს გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ, გენერალურმა პროკურორმა ზურაბ ადეიშვილმა, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან ბეჟაშვილმა და ცვლილებების ერთ-ერთმა ინიციატორმა, პარლამენტარმა ნუგზარ შოშიაშვილმა.

აღნიშნულმა ცვლილებებმა მნიშვნელოვნად უნდა გააუმჯობესოს სამართალდამცავი ორგანოების მუშაობა და რაც მთავარია, ადამიანის უფლებების დაცვა.

ცვლილებების თანახმად, ვიდრე არ შეგროვდება მტკიცებულებები, სამართალდამცავი ორგანოები პირებს ვერ დააკავებენ. ამასთან, ბრალდებულად ყოფნის ვადა მცირდება 24-დან 12 თვემდე, წინასწარი პატიმრობის ვადა მცირდება 9-დან 4 თვემდე. ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე უნდა დაადასტუროს მის მიერ მიცემული ჩვენება, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი ჩვენება, როგორც მტკიცებულება, მიღებული არ იქნება; ჟურნალისტს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება მის მიერ პროფესიონალურ საქმიანობასთან დაკავშირებით მოპოვებულ ინფორმაციაზე. ძლიერდება წინასწარ გამოძიებაზე საპროკურორო ზედამხედველობა.

ზურაბ ადეიშვილის განცხადებით, აღნიშნული ცვლილებებით უარი ვთქვით საბჭოურ სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობაზე.

პარლამენტმა აღნიშნული ცვლილებები მესამე მოსმენით გასულ კვირას მიიღო. კანონი ძალაში 2006 წლის 1 იანვრიდან შევა.  

ახალი ამბები