კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი დააკავეს

1 აპრილი, 2005

პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი დააკავეს

თბილისი.31.03.05.მედიანიუსი. ფოთის შს სამმართველოს კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი მარლენ სმაგინი დაკავებულია. საქმე ეხება 2001 წელს მომხდარ ფაქტს‚ რომელსაც დღეს პარლამენტარმა ნაზი არონიამ ბრიფინგი მიუძღვნა.

საუბარია  2001 წლის 14 ივლისს ფოთის შს სამმართველოს ოპერატიული ჯგუფის მიერ ქურდობის ფაქტზე ეჭვმიტანილად ფოთში მცხოვრების, 21 წლის თემურ მიქიას დაკავებაზე. მიქია პოლიციის სამმართველოში მიყვანიდან რამდენიმე საათში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.

როგორც ნაზი არონიამ აღნიშნა‚ თემურ მიქია ჯანმრთელი ადამიანი იყო და ვერსია იმის შესახებ‚ რომ იგი სამმართველოს შენობის მეორე სართულიდან გადახტა‚ საეჭვოა.

მომხდარ ფაქტზე ფოთის პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ჩატარდა გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები‚ მაგრამ სიმართლე ვერ გაირკვა. როგორც ნაზი არონიამ აღნიშნა‚ თემურ მიქიას დედა ლამზირა მიქია რამდენიმე წლის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდა გაერკვია ვითარება.

ლამზირა მიქიამ 2004 წლის ნოემბერში თხოვნით მიმართა ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებს დადგენილიყო სიმართლე მისი შვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით და დამნაშავეებს პასუხი ეგოთ. ამ საქმით დაინტერესდა პროკურატურა და მათი დავალებით ოპერატიულმა სამსახურმა დააკავა მარლენ სმაგინი, რადგან იგი ვალდებული იყო შეემოწმებინა დროებითი მოთავსების იზოლატორში დაკავებულთა კანონიერება და ის ვითარება‚ რაც იქ ხდებოდა. მათთან ერთად დაკავებულია ოპერმუშაკი მურთაზ მიგინეიშვილი. იგი მიმდინარე წლის 26 მარტს პოლიციაში ბრალის აღიარებით გამოცხადდა.

ნაზი არონიამ მადლობა გადაუხადა თბილისის პროკურატურის ხელმძღვანელობას ამ საქმით დაინტერესებისათვის.

 

ახალი ამბები