კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

განათლების სამინისტროს საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივიან

4 აპრილი, 2005

განათლების სამინისტროს საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივიან

თბილისი.03.04.05.მედიანიუსი. არასამთავრობო ორგანიზაცია „საიმპიჩმენტო პროცედურათა ინიციატივის ცენტრი“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საქართველოს კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებს და საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართავს.

როგორც ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გიორგი მკურნალიძემ 3 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა‚ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საბუთების შეტანისას 30-ლარიანი გადასახადითა და ნიშნის გაპროტესტების შემთხვევაში 50-ლარიანი გადასახადის დაწესებით დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის მე-3 ნაწილი‚ სადაც ნათქვამია‚ რომ სახელმწიფო სტრუქტურები ვალდებულნი არიან მსგავსი საყოველთაო ღონისძიებები დააფინანსონ.

გიორგი მკურნალიძის თქმით‚ საქართველოს მოქალაქეს‚ რომელიც არასრულწლოვანია და არ შეიძლება ჰქონდეს 80 ლარი, ხელისუფლება ართმევს უფლებას მიიღოს მონაწილეობა ერთიან ეროვნულ გამოცდებში.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წინააღმდეგ „საიმპიჩმენტო პროცედურათა ინიციატივის ცენტრი“ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს უახლოეს დღეებში შეიტანს.

ახალი ამბები