კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უზენაეს სასამართლოს მხოლოდ საკასაციო ფუნქცია ექნება

4 აპრილი, 2005

უზენაეს სასამართლოს მხოლოდ საკასაციო ფუნქცია ექნება

თბილისი.01.04.05.მედიანიუსი. საქართველოს უზენაეს სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი, საოლქო და რაიონული სასამართლოების რეფორმირების პროექტზე მუშაობა დასრულდა.

როგორც 1 აპრილს გამართულ ბრიფინგზე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კოტე კუბლაშვილმა განაცხადა, პროექტი რაიონული სასამართლოების გამსხვილებას ითვალისწინებს, კერძოდ, შეიქმნება 15-16 საოლქო ან სამხარეო სასამართლო, რაიონებში კი დარჩება მხოლოდ ერთი მოსამართლე, რომელიც მხოლოდ ნაკლები სირთულის საქმეებს განიხილავს. 

ამასთან, მოხდება მოსამართლეთა სპეციალიზაცია, შეიქმნება მოსამართლეთა ჯგუფები, რომლებიც მხოლოდ სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის საქმეებს განიხილავენ.

„აქამდე ერთსა და იმავე მოსამართლეს სხვადასხვა კატეგორიის საქმეების განხილვა უწევდათ. პროექტის მიხედვით კი, ასეთი პრაქტიკა აღარ იარსებებს,“- აღნიშნა კუბლაშვილმა.

მისივე თქმით, უზენაესი სასამართლო მხოლოდ საკასაციო სასამართლო იქნება და იქ, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოში, მძიმე სისხლის სამართლის საქმეების განხილვა აღარ მოხდება.    

როგორც პრესკონფერენციაზე აღინიშნა, ივნისში ჩატარდება მოსამართლეთა ახალი გამოცდები, რის შესახებაც პრეზიდენტმა შესაბამისი ბრძანებულება უკვე გამოსცა. კუბლაშვილის თქმით, გამოცდების ჩატარება სასამართლო სისტემაში ახალი კადრების მოზიდვას შეუწყობს ხელს.
 

ახალი ამბები