გატაცებული დევნილის შესახებ არაფერია ცნობილი
გორი. 07.04.05.მედიანიუსი. გორის ტურბაზიდან გატაცებული ცხინვალიდან დევნილის, იაშა მაისურაძის ადგილსამყოფელის შესახებ ქართველი სამართალდმაცავებს ინფორმაცია ჯერ არ აქვთ. გატაცების შესაძლო მიზეზებზე ვერც მაისურაძის ახლობლები საუბრობენ.
მაისურაძე, ამავე ტურბაზაში მცხოვრებ ილია საძაგლიშვილთან ერთად, უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა 5 აპრილს ავტომანქანით გაიტაცეს. მოგვიანებით, გამტაცებლებმა საძაგლიშვილი გაათავისუფლეს.
გატაცების შესაძლო მიზეზებსა და სავარაუდო გამტაცებლებზე საძაგლიშვილს კომენტარი არ გაუკეთებია.