კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კონსერვატიული პარტიის ცენტრალური ოფისი დაარბიეს

7 აპრილი, 2005

კონსერვატიული პარტიის ცენტრალური ოფისი დაარბიეს

თბილისი.07.04.05.მედიანიუსი. წუხელ თბილისში კონსერვატიული პარტიის ცენტრალური ოფისი დაარბიეს. პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, წაღებულია კომპიუტერები და სხვა საოფისე ტექნიკა. პარტიის წევრების თქმით‚ სხვა ფასეული ნივთებისათვის და კომპიუტერის მონიტორებისათვის ხელი არ უხლიათ.

ადგილზე სამართალდამცავები მოკვლევას აწარმოებენ.

კონსერვატორები მათი ოფისის გაძარცვაში ძალოვანებს ადანაშაულებენ.

“მოვუწოდებთ ვანო მერაბიშვილს‚ მან უკვე ნახა კომპიუტერები და ისიც ნახა‚ რომ იქ ის მასალები არ არის‚ რაც მათ სჭირდებოდათ და იქნებ დაგვიბრუნონ”, _ განაცხადა ზვიად ძიძიგურმა 7 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე.

კობა დავითაშვილმა წუხელ კონსერვატორების ცენტრალურ ოფისში მომხდარ ფაქტს სპეცოპერაცია უწოდა‚ ხოლო ძალოვანებს‚ რომლებიც შემთხვევის ადგილზე მუშაობენ‚ მონიტორინგის ჯგუფი‚ რომელიც ამ შედეგებს ამოწმებს.

კობა დავითაშვლმა იმ ექსპერტიზის შედეგებზეც ისაუბრა‚ რომელიც გასულ ზაფხულს მისი მანქანის სამუხრუჭე მილზე ჩატარდა. იუსტიციის სამინისტროსა და ტექნიკური უნივერსტიტეტის ექსპერტების დასკვნით, სამუხრუჭე მილზე დაზიანება მჭრელი‚ ბასრი საგნითაა მიყენებული.

დავითაშვილი შეკითხვით მიმართავს სამართალდამცავებს‚ რატომ არავინ არის დაკითხული და რატომ არის აღძრული საქმე სხვისი ქონების დაზიანების მუხლით და არა მკვლელობის მცდელობის მუხლით. მისი თქმით, ამგვარი დაზიანების შემთხვევაში ყველა ნორმალურ ქვეყანაში სწორედ ამ მუხლით აღიძვრებოდა.

ახალი ამბები