კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველოს პარლამენტი ტრეფიკინგის წინააღმდეგ კანონს მიიღებს

12 აპრილი, 2005

საქართველოს პარლამენტი ტრეფიკინგის წინააღმდეგ კანონს მიიღებს

თბილისი.12.04.05.მედია ნიუსი. საპარლამენტო კომიტეტები ტრეფიკინგის  წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონპროექტზე მსჯელობას იწყებენ. პირველი მოსმენა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის კომიტეტის სხდომაზე გაიმართება.

კანონპროექტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ინიციტივით მომზადდა. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ნინო კალანდაძის განცხადებით, პროექტზე მუშაობა ერთი წელია მიმდინარეობს. მისი მიღების აუცილებლობა კი ქვეყანაში ტრეფიკინგის პრობლემის რეალურად არსებობამ განაპირობა.

საქართველოს პარლამენტის მიერ 2003 წლის 6 ივნისს სისხლის სამართლის კოდექსში მიღებული ცვლილებების მიხედვით, ადამიანით ვაჭრობა სისხლის სამართლებრივ დასჯად ქმედებად გამოცხადდა; ამასთან‚ განისაზღვრა ვალდებულება‚ რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში მომზადებულიყო კომპლექსური ხასიათის საკანონმდებლო აქტი‚ რომლითაც განისაზღვრებოდა ტრეფიკინგის თავიდან აცილების გზები.

კანონპროექტი ადამიანით ვაჭრობის თავიდან აცილების‚ მის წინააღმდეგ ბრძოლისა და ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა დაცვის‚ დახმარებისა და  რეაბილიტაციის შესახებ განსაზღვრავს ამ დანაშაულის თავიდან აცილების და მის  წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივ საფუძვლებს.

კანონპროექტის მიხედვით, გათვალისწინებულია ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ მუდმივმოქმედი ჯგუფის შექმნა‚ რომელშიც გაერთიანდებიან შსს‚ პროკურატურის და საზღვრის დაცვის დეპარტამენტის წარმომადგნელები.

კანონპროექტის მიხედვით, ტრეფიკინგით მოპოვებული შემოსავალი და ქონება ჩამორთმევას ექვემდებარება‚ ეს ქონება აკუმულირდება ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების სპეციალურ სახელმწიფო ფონდში‚ საიდანაც ამ დანაშაულის მსხვერპლთა რეაბილიტაციისთვის კომპენსაციები გაიცემა. 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს იმედი აქვს‚ რომ კანონპროექტს საპარლამენტო კომიტეტების მხრიდან მხარდაჭერა ექნება.

ახალი ამბები