კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ინვალიდებმა სახალხო დამცველის ოფისში შიმშილობა დაიწყეს

12 აპრილი, 2005

ინვალიდებმა სახალხო დამცველის ოფისში შიმშილობა დაიწყეს

თბილისი.11.04.05.მედიანიუსი. ინვალიდთა და ვეტერანთა არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის წარმომადგენლებმა სახალხო დამცველის ოფისში შიმშილობა დაიწყეს.

ისინი საქართველოს ხელისუფლებასა და ფინანსთა სამინისტროსგან მოითხოვენ, აღასრულონ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება და დაუბრუნონ ინვალიდებს ის 691 ათასი ლარის დავალიანება‚ რომელიც 1999 წელს "ძველმა მთავრობამ მიითვისა".

მოშიმშილეები ასევე ითხოვენ საქართველოს მთავრობამ შეიმუშავოს ერთიანი ეროვნული გეგმა‚ რომლის მიხედვითაც მოხდება ამ კატეგორიის ადამიანების საზოგადოებაში ინტეგრირება.

ინვალიდების ერთ-ერთი მოთხოვნაა, ნუ მოიხსენიებენ მათ "უნარშეზღუდულ პირებად" და ეწოდოთ "შეზღუდული შესაძლებლობების პირები"‚ როგორც ეს საერთაშორისო სტანდარტებით და ნორმებით არის აღიარებული.

მოშიმშილეები საქართველოს ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და აცხადებენ‚ რომ ინვალიდებისთვის გათვალისწინებულ პროგრამებზე წელს ბიუჯეტში მხოლოდ 580 ათასი ლარია გათვალისწინებული‚ მაშინ როდესაც ძველი მთავრობის პირობებშიც კი ეს თანხა 800 ათას ლარს შეადგენდა.

შიმშილობის დაწყებამდე მათ სახალხო დამცველ სოზარ სუბართან ერთად პრესკონფერენცია გამართეს. როგორც სუბარმა განაცხადა‚ ხელისუფლებამ მართლაც უნდა შეიმუშავოს გეგმა‚ რომელიც ინვალიდების პრობლემებს გადაწყვეტს. ამასთან უნდა აღსრულდეს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაც‚ თუმცა არის მთელი რიგი საკითხები‚ რომელთა ერთი ხელის მოსმით მოგვარება შეუძლებელია.

ახალი ამბები