კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ევროსასამართლოს მეორე გადაწყვეტილება საქართველოს წინააღმდეგ

14 აპრილი, 2005

ევროსასამართლოს მეორე გადაწყვეტილება საქართველოს წინააღმდეგ

ევროპის ადამიანთა უფლებების დაცვის სასამართლომ 12 აპრილს გადაწყვეტილება გამოიტანა საქმეზე "შამაევი და 12 სხვა ჩეჩენი პატიმარი საქართველოსა და რუსეთის მთავრობების წინააღმდეგ". ჩეჩენი ეროვნების პატიმრების ინტერესებს ევროსასამართლოში იცავდნენ ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" ადვოკატები ლია მუხაშავრია და ნანა კინწურაშვილი. ევროსასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა განმცხადებელთა მოთხოვნა - უკანონოდ ცნო ჩეჩნების დაკავებისა და რუსეთში ექსტრადირების ფაქტი და მიიჩნია, რომ საქართველოს მთავრობის მიერ დარღვეული იყო ევროკონვენციის მე-3, მე-5 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტები, მე-13 და  34-ე მუხლები. რუსეთის მთავრობის მიერ კი დაირღვა 38-ე მუხლის პირველი პუნქტის ა ქვეპუნქტი და 34-ე მუხლი.

ევროსასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს მთავრობამ 80.500 ევრო უნდა გადაუხადოს ჩეჩენ პატიმრებს და ამასთან, უნდა აანაზღაუროს სასამართლო ხარჯები 4 ათასი ევროს ოდენობით. რუსეთის მთავრობამ კი პატიმრებს უნდა გადაუხადოს 42 ათასი ევრო და 12 ათასი ევრო სასამართლო ხარჯებისათვის. ამასთან, თუ მთავრობები კანონით დადგენილ სამთვიან ვადაში არ დაფარავენ ზემოღნიშნულ თანხებს, მაშინ მათ ვადაგადაცილებულ ყოველ თვეზე საჯარიმო სანქციები დაეკისრებათ.

13 ჩეჩენი ეროვნების მოქალაქე 2002 წლის 4 აგვისტოს გირევის საგუშაგოზე დააკავეს. მათგან 5 რუსეთის ფედერაციას გადაეცა.

ადვოკატ ლია მუხაშავრიას განცხადებით, ევროსასამართლოს ამ გადაწყვეტილების შემდეგ, ფრანგმა მოსამართლემ ჟან პოლ კოსტამ ჩეჩნების საქმე იმ დროისათვის ევროსასამართლოში შესულ საქმეთა შორის ყველაზე მძიმედ დაასახელა.

შეგახსენებთ, რომ ქართული სამართალწარმოების ისტორიაში, ეს არის მეორე პრეცენდენტი, როდესაც ევროსასამართლოს გადაწყვეტილება გამოაქვს საქართველოდან შესულ განაცხადზე. პირველი იყო "ასანიძე საქართველოს წინააღმდეგ". ასანიძის ინტერესებსაც ევროპის სასამართლოში ადვოკატი ლია მუხაშავრია იცავდა.

ლადო მკერვალიშვილი,
„კონსტიტუციის 42-ე მუხლი“

ახალი ამბები