კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველოდან ექსპორტირებული პროდუქტი შესაძლოა არცერთმა ქვეყანამ არ მიიღოს

15 აპრილი, 2005

საქართველოდან ექსპორტირებული პროდუქტი შესაძლოა არცერთმა ქვეყანამ არ მიიღოს

თბილისი.14.04.05.მედიანიუსი. მწვანეთა მოძრაობის ლიდერი გიორგი გაჩეჩილაძე აპროტესტებს საქართველოს პრეზიდენტის ანტიბიუროკრატიული პროექტის იმ ნაწილს, რომლის მიხედვითაც, საბაჟოზე ფიტოსანიტარული კონტროლი გაუქმდება. თუმცა, აუცილებლობის შემთხვევაში საბაჟოზე მხოლოდ ერთჯერადი ფიტოსანიტარული კონტროლი ჩატარდება.

გიორგი გაჩეჩილაძის თქმით, ფიტოსანიტარული სამსახური ნებისმიერი სახელმწიფოს საზღვარზე ამოწმებს გატანილი და შემოტანილი პროდუქციის უსაფრთხოებას, რათა მას არ შემოჰყვეს დაავადების გადამტანი მავნებლები და ამის შედეგად არ მოხდეს ქვეყანაში მცენარეული საფარის დაზიანება. საზღვრებზე  მოწმდება არამარტო პროდუქცია, არამედ შესაფუთი მასალაც.

„ამის მოსპობის შემთხვევაში, უზარმაზარი საფრთხის წინაშე დგება მთელი საქართველოს სოფლის მეურნეობა‚ ადამიანის ჯანმრთელობა და ბუნებრივი მრავალფეროვნებაც‚ რომელიც საქართველოში ჯერ-ჯერობით შემორჩენილია,“ - აცხადებს გაჩეჩილაძე. მისივე თქმით, არსებობს საერთაშორისო კონვენცია "საზღვრებზე ტვირთის კონტროლის პირობების შეთანხმების შესახებ," რომელიც საქართველოს პარლამენტს 1998 წელს აქვს რატიფიცირებული.

"ამ საერთაშორისო ხელშეკრულების მიხედვით, ყველა ქვეყანა‚ მათ შორის საქართველო, ვალდებულია საზღვარზე ჰქონდეს ფიტოსანიტარული სამსახური. ანუ ეს არის საერთაშორისო ვალდებულება‚ ამიტომ საბაჟოზე ფიტოსანიტარული სამსახურის გაუქმება საერთაშორისო ნორმების დარღვევა იქნება. მეორე მხრივ‚ საქართველოში იმპორტ-ექსპორტი გაჩერდება‚ რადგან ფიტოსანიტარული სერტიფიკატის გარეშე ჩვენი ქვეყნიდან ექსპორტირებული პროდუქტი არცერთ ქვეყანაში არ დაიშვება და ამ სერტიფიკატის გარეშე საქართველოში პროდუქტს არცერთი ქვეყანა არ შემოიტანს‚" - აცხადებს გიორგი გაჩეჩილაძე.

ახალი ამბები