კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მოქალაქე პასპორტის აღებას 5 სამუშაო დღეში შეძლებს

18 აპრილი, 2005

მოქალაქე პასპორტის აღებას 5 სამუშაო დღეში შეძლებს

თბილისი.15.04.05.მედიანიუსი. იუსტიციის სამინისტრო მოქალაქეთა რეგისტრაციისა და პასპორტიზაციის განყოფილებებში ანტიკორუფციულ კამპანიას იწყებს.

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ კონსტანტინე ვარძელაშვილმა 15 აპრილს ანტიკორუფციული საინფორმაციო რგოლი წარმოადგინა.

"მოქალაქეებმა ხშირად არ იცოდნენ, თუ რა უფლებები ჰქონდათ და ამის გამო კორუფციული გარიგებების მსხვერპლნი ხდებოდნენ,” _ განაცხადა ვარძელაშვილმა.
კერძოდ, რგოლში ნაჩვენებია, რა პროცედურა უნდა გაიაროს მოქალაქემ პირადობის მოწმობის ან პასპორტის მისაღებად.

ვარძელაშვილის თქმით, პირადობის მოწმობის ბაჟის ღირებულება 2, 5 ლარს შეადგენს, ხოლო პასპორტის აღებისათვის მოქალაქემ 35 ლარი უნდა გადაიხადოს.

აღსანიშნავია, რომ იუსტიციის სამინისტრომ კორუფციის აღმოსაფხვრელად კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა: მოქალაქეთა რეგისტრაციისა და საპასპორტო განყოფილებების თანამშრომლების ხელფასი უკვე 4-5 ჯერ გაიზარდა.

პენსიონერებისათვის პირადობის მოწმობების აღების ვადა 1 მაისის ნაცვლად 1 ივლისს დასრულდება.
იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებით, გაიხსნება მოქალაქეთა რეგისტრაციისა და პასპორტიზაციის დამატებითი პუნქტები, რომლებიც მხოლოდ პენსიონერებს მოემსახურებიან.

ვარძელაშვილის ინფორმაციით, იუსტიციის სამინისტრომ შეიმუშავა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს დაუცველი ფენების გათავისუფლებას პირადობის მოწმობის აღებისას ბაჟის გადახდისაგან.

ახალი ამბები