კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სულაშვილის მანქანა გატეხეს

18 აპრილი, 2005

სულაშვილის მანქანა გატეხეს

შაბათს, 16 აპრილს დღის 4 საათზე, უცხოელ მოქალაქეთა და მიგრანტთა უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვის ცენტრის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის იოსებ სულაშვილის კუთვნილი ავტომანქანა ფოლცვაგენი დაუდგენელმა პირებმა გატეხეს.

სულაშვილს ავტომანქანა გახსნილი და დოკუმენტები აწეწილი დახვდა, თუმცა, ავტომანქანიდან არფერია წაღებული. სულაშვილი შეეცადა მოეძებნა ავტოსადგომის მეთვალყურე, რომელიც ამ დროისათვის სადღაც გაუჩინარდა.

ცნობისათვის, უცხოელ მოქალაქეთა და მიგრანტთა უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვის ცენტრის თავმჯდომარის ნუგზარ სულაშვილის მიმართ მრავალგზის ხორციელდებოდა მუქარა და ზეწოლა ცენტრის საქმიანობის გამო, ხოლო გასული წლის შემოდგომაზე იყო მცდელობა მისი 12 წლის ქალიშვილის გატაცების, თუმცა, დროული ჩარევის შედეგად მცდელობა აღკვეთილ იქნა. აღნიშნული ფაქტის შემდეგ, ნუგზარ სულაშვილი ოჯახთან ერთად საფრანგეთში გაემგზავრა თავშესაფრის საძიებლად.

ახალი ამბები