კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველი ფინანსთა მინისტრს დაუპირისპირდა

21 აპრილი, 2005

სახალხო დამცველი ფინანსთა მინისტრს დაუპირისპირდა

თბილისი.21.04.05.მედია-ნიუსი. სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა, რომელიც დღეს ვრცელი ანგარიშით  პარლამენტის წინაშე წარსდგა, ფინანსთა მინისტრის ვალერი ჩეჩელაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი დასვა.

სახალხო დამცველის აღშფოთება მინისტრის იმ წერილობითმა პასუხმა განაპირობა, რომელიც მან სახალხო დამცველის ოფისთან მოშიმშილე ინვალიდებს გაუგზავნა. ინვალიდები სახელმწიფოსგან იმ 600 ათასი ლარის მიღებას ითხოვენ, რომელიც უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით მათ სახელმწიფომ უნდა გადაუხადოს. ფინანსთა მინისტრი კი თავის წერილში აღნიშნული თანხის გაცემას მიზანშეუწონლად მიიჩნევს, ვიდრე ინვალიდთა ლიგის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე არ დასრულდება.

სუბარის განცხადებით, მინისტრს უფლება არ აქვს იმსჯელოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების მიწანშეწონილობაზე, რადგან ამ გადაწყვეტილების აღსრულება სავალდებულოა.

 

ახალი ამბები