კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აფხაზეთში რუსმა სამშვიდობოებმა 25 წლის ლაშა ბიგვავა წამებით მოკლეს

22 აპრილი, 2005

აფხაზეთში რუსმა სამშვიდობოებმა 25 წლის ლაშა ბიგვავა წამებით მოკლეს

თბილისი.21.04.05.მედიანიუსი. ჭუბურხინჯში გამართულ მორიგ ოთხმხრივ შეხვედრაზე მხარეებმა ტრადიციულად განვლილი კვირა შეაფასეს და აღნიშნეს‚ რომ კონფლიქტის ზონაში ვითარება მშვიდი იყო .

სხდომაზე კოლექტიური სამშვიდობო ძალების ახალი სარდალი სერგეი ჩაბანი წარადგინეს.

შეხვედრაზე ქართულმა მხარემ გალის რაიონის სოფელ ღომურიში სოფლის გამგებლის შვილის, 25 წლის ლაშა ბიგვავას მკვლელობის ფაქტის დაუყოვნებლივ გამოძიება მოითხოვა.

ლაშა ბიგვავა რუსმა "ცისფერჩაფხუტიანებმა" სახლიდან გაიყვანეს და წამებით მოკლეს. მკვლელობამდე გამგებლის ვაჟს რამდენიმე ახალგაზრდასთან ერთად "მშვიდობის მყოფელებთან" შელაპარკება მოუვიდა‚ რის შემდეგაც რუსმა სამხედროებმა მათ სახლში მიაკითხეს.

კონფლიქტის ზონაში ქართული მხარის სამხედრო დამკვირვებელმა ვალერი ჯაფარიძემ  "მედიანიუსს" განუცხადა‚ რომ აღნიშნული მკვლელობის ფაქტს ოთხმხრივი საგამოძიებო ჯგუფი გამოიძიებს.

ოთხმხრივი შეხვედრა ჭუბურხინჯში ტრადიციულად ერთ კვირაში გაიმართება.


ახალი ამბები