კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში

26 აპრილი, 2005

საერთაშორისო ამნისტია

არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში

ღია წერილი

წინამდებარე მიმართვას უერთდებიან ორგანიზაციები, მათ შორის არის ადამიანის  უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრი, რომლებიც მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, ნებისმიერ შემთხვევაში სიკვდილით დასჯის უპირობო წინააღმდეგნი არიან, რადგან ეს სიცოცხლის უფლების ხელყოფასა და სასტიკ, არაადამიანურ სასჯელს წარმოადგენს. სანამ სიკვდილით დასჯა არსებობს, უდანაშაულო ადამიანის დასჯის საშიშროება ყოველთვის იარსებებს. სასჯელის ამგვარი ხერხით აღსრულებაში მოყვანა სისატიკის უკიდურეს ფორმას წარმოადგენს  და  მხოლოდ ძალადობის  გაღვივებას ემსახურება. ამით ისინი აღწევენ მხოლოდ შურისძიებას და ტკივილს აყენებენ უდანაშაულოდ დასჯილი  ადამიანის ნათესავებს.

2005 წლის 20 აპრილს გაეროს ადამიანთა უფლებების  კომისიამ მიიღო რეზოლუცია სიკვდილით დასჯასთან დაკავშირებით, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის აღსრულების მორატორიუმს და საერთაშორისო უსაფრთხოების ზომების დაკვირვებას სიკვდილით დასჯის შემთხვევებში. ჩვენ მივესალმებით ამ რეზოლუციის მიღებას და მოვუწოდებთ  ევროპის და ცენტრალური აზიის ყველა ქვეყანას, სადაც ჯერ კიდევ არსებობს სიკვდილით დასჯის პრაქტიკა, შეასრულონ კომისიის რეკომენდაციები.

ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ქვეყნის მთავრობას, სადაც მიმდინარეობს მორატორიუმი, მთლიანად აკრძალონ  სიკვდილით დასჯა და რაც შეიძლება მალე.

ჩვენ ასევე მოვუწოდებთ პრეზიდენტებს თავად წარმართონ ეს  საკითხი და ყველადფერი გააკეთონ, რათა აკრძალულ იქნეს სიკვდილით დასჯა მათ რეგიონში.

მორატორიუმის დაწყება განსაკუთრებით  აუცილებელია ბელორუსიასა და უზბეკეთში, რადგან მიკერძოებული სასამართლო სისტემა ორივე ქვეყანაში განაპირობებს არაობიექტური და უსამართლო განაჩენების გამოტანას მოსამართლეთა მხრიდან. არსებობს სარწმუნო ინფორმაცია უსამართლო პროცესების, წამებისა და სასტიკი მოპყრობის შესახებ, რითაც ბრალდებულებს აიძულებდნენ ეღიარებინათ დანაშაული, რაც საკმაოდ ხშირად ხდებოდა. ბელორუსიაში 2000 წლიდან წელიწადში 4-7 ადამიანს სჯიდნენ სიკვდილით. პრეზიდენტმა ისლამ კარიმოვმა 2004 წლის დეკემბრის პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უზბეკეთში 2004 წელს 50-60 ადამიანი დაისაჯა სიკვდილით. თუმცა ორივე ქვეყნის მთავრობა მუდმივად თავს არიდებს სიკვდილით დასჯის განაჩენის გამოტანისა და ამ სასჯელის აღსრულების ზუსტი სტატისტიკის გამოქვეყნებას. სიკვდილით დასჯის აღსრულების პროცესი ბელორუსიასა და უზბეკეთში საიდუმლოებითაა მოცული. ამის შედეგად სიკვდილმისჯილებსა და მათ ახლობლებს უსასტიკესი და არაადამიანური მოპყრობის ატანა უწევთ. არც სიკვდილმისჯილმა და არც  მისმა ნათესავებმა არ იციან სასჯელის აღსრულების თარიღი, რითაც  ერთმანეთთან დამშვიდობების შესაძლებლობასაც უსპობენ. სიკვდილით დასჯილი პატიმრის გვამს არ აძლევენ ნათესავებს დასაკრძალად და მათ მისი საფლავის ადგილსაც კი არ ეუბნებიან.

რუსეთში სასიკვდილო განაჩენისა და სიკვდილით დასჯის მორატორიუმი მიმდინარეობს. ის ერთადერთი ქვეყანაა ევროსაბჭოს 46 ქვეყნიდან, რომელმაც ჯერაც არ გააუქმა სიკვდილით დასჯა თავის კანონმდებლობაში, მიუხედავად მისი დაპირებისა, რომ გაწევრიანების შემთხვევაში გააუქმებდა მას არა უგვიანეს 1999 წლისა. ტაჯიკეთსა და თვითაღიარებულ სამხრეთ ოსეთშიც ასევე მიმდინარეობს მორატორიუმი სასიკვდილო განაჩენზე და სიკვდილით დასჯაზე.

ჩვენ მოვუწოდებთ  ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების მთავრობებს  ხელშეკრულების პირობების შესრულებასთან ერთად თავი შეიკავონ ადამიანების ისეთ ქვეყნებში დეპორტაციისგან, სადაც  მათ სასიკვდილო განაჩენის საფრთხე ემუქრებათ. წინათ ბევრი ქვეყანა აკეთებდა ასეთ დეპორტაციებს და ხშირად უსამართლო პროცესებზე, რომლებსაც თან ახლდა წამებასთან დაკავშირებული ბრალდებები, სასიკვდილო განაჩენი გამოჰქონდათ. რუსეთმა  2000 და 2001 წლებში 2 ადამიანის დეპორტაცია მოახდინა ტაჯიკეთსა და უზბეკეთში, სადაც ორივეს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. ამ ნაბიჯით რუსეთმა დაარღვია ადამიანთა უფლებები, რისი უფლებაც მას, როგორც ევრო-საბჭოს წევრს არ ქონდა. ყირგიზეთმა ადამიანების დეპორტირება ჩინეთსა და უზბეკეთში მხოლოდ რამოდენიმე თვის შემდეგ განახორციელა, მას შემდეგ რაც ყირგიზეთში მორატორიუმი ამოქმედდა, რომელსაც წესით ადამიანთა უფლებები უნდა დაეცვა. ყაზახეთი, ტაჯიკეთი და თურქმენეთი წარმოადგენენ იმ ქვეყნებს, რომლებმაც უახლოეს წლებში მოახდინეს იმ ადამიანთა დეპორტაცია, რომელთაც სიკვდილით დასჯა ემუქრებოდათ. 
 
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ საერთაშორისო ამნისტიის პრესსამსახურს ლონდონში ტელეფონის ნომერზე 44 20 7413 5566 ან მისამართზე: Amnesty International, 1 Easton St., London WC1X 0DW.  web: http://www.amnesty.org

 

ახალი ამბები