კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მიხეილ ქარელს ჟურნალისტის ცემაში ადანაშაულებენ

5 მაისი, 2005

მიხეილ ქარელს ჟურნალისტის ცემაში ადანაშაულებენ

თბილისი.04.05.05.მედიანიუსი. გაზეთ "ახალი ვერსიის" ჟურნალისტი საბა წიწიკაშვილი შიდა ქართლის რეგიონში პრეზიდენტის რწმუნებულს მიხეილ ქარელს ძალადობაში ადანაშაულებს.

როგორც საბა წიწიკაშვილმა თავისუფლების ინსტიტუტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა‚ 26 აპრილს იგი სოფელ უფლისციხეში აპირებდა შესვლას‚ რომ სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის სურათები გადაეღო და სტატია მოემზადებინა. თუმცა, მას ამის საშუალება მიხეილ ქარელმა არ მისცა.

წიწიკაშვილის თქმით‚ ქარელმა ის გამოათრია მანქანიდან‚ მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა და ნიშნისმოგებით უთხრა‚ "ახლა გააკეთე სტატიაო".

ჟურნალისტის თქმით‚ მომხდარს უამრავი თვითმხილველი ჰყავდა, იქ იყო ტელეკომპანიების "თრიალეთის" და "რუსთავი-2"-ის გადამღები ჯგუფები‚ თუმცა, ის დარწმუნებული არ არის, გადაიღეს თუ არა მომხდარი ამ ტელეკომპანიებმა. მისივე თქმით, შეურაცხყოფის ფაქტი გარემოს დაცვის მინისტრმა გიორგი პაპუაშვილმაც იხილა.

საბა წიწიკაშვილს პროკურატურაში შეაქვს განცხადება მომხდარი ფაქტის გამოძიების მოთხოვნით.

ახალი ამბები