კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჩეჩნები შიმშილობას კვლავ განაგრძობენ

6 მაისი, 2005

ჩეჩნები შიმშილობას კვლავ განაგრძობენ

საქართველოში მცხოვრები ჩეჩენი ლტოლვილები უკვე ერთი კვირაა, რაც გაეროს ლტოლვილთა კომისარიატის ოფისში შიმშილობის აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებენ და გაეროს ლტოლვილთა კომისარიატის მიმართ წაყენებული მოთხოვნების შესრულებას ითხოვენ, კერძოდ 500 ჩეჩენის მესამე სახელმწიფოში გადაყვანას ან ჩეჩენ ლტოლვილთა სოციალური პირობების გაუმჯობესებას საქართველოში.

გუშინ მოშიმშილე ჩეჩენი ქალებიდან ხუთი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, რის შედეგადაც ისინი მძიმე მდგომარეობაში გადაყვანილ იქნენ თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში.

მოშიმშილეთა განცხადების თანახმად, ლტოლვილთა კომისარიატის ადმინისტრაცია სრულ გულგრილობას იჩენს მათ მიმართ და უარს ეუბნება მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე. ერთ-ერთი მოშიმშილე ქალის თქმით, როდესაც ის ავიდა ოფისში, რათა მოეყოლა იმ პრობლემების თაობაზე, რასაც ჩეჩენი ხალხი აწყდება საქართველოში, კომისარიატის ერთ-ერთმა თანამშრომელმა მას არც მოუსმინა, ისე გამოადგო კაბინეტიდან. 

ახალი ამბები