კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თინათინ ხიდაშელს ეროვნულ უმცირესობასთან ბუშის შეხვედრის ფორმატი არ მოსწონს

10 მაისი, 2005

თინათინ ხიდაშელს ეროვნულ უმცირესობასთან ბუშის შეხვედრის ფორმატი არ მოსწონს

თბილისი.09.05.05.მედიანიუსი. იურისტი თინათინ ხიდაშელი აშშ-ს პრეზიდენტსა და ეროვნულ უმცირესობებს შორს პროტოკოლით გათვალისწინებული შეხვედრის ფორმატით უკმაყოფილოა.

“შეცდომაა‚ როცა ამერიკის პრეზიდენტი ცალკე საპარლამენტო უმრავლესობას‚ ცალკე კი ეროვნულ უმცირესობას ხვდება და არ ხვდება სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს. ფორმატი უნდა შერჩეულიყო ასეთი: სამოქალაქო საზოგადოებისა და ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები ერთად მსხდარიყვნენ დარბაზში‚ საზოგადოება ერთიანია საქართველოში და მისი ამ სახით დიფერენცირება არ შეიძლება”, _ განუცხადა “მედიანიუსს” თინათინ ხიდაშელმა.

იგი დარწმუნებულია‚ რომ ერთიანი შეხვედრის ფორმატზე უარი ამერიკელმა კი არა‚ საქართველოს ხელისუფლებამ თქვა.

”ცნობილია ბრატისლავას მაგალითი‚ სადაც ჯორჯ ბუში ყოფილი საბჭოთა კავშირის სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებს შეხვდა და იგივე ინტერესი ექნებოდა ბუშს ქართული სამოქალაქო სექტორის მიმართაც‚ რის რეალიზებასაც დარწმუნებული ვარ‚ საქართველოს ხელისუფლებამ შეუშალა ხელი”, _ აცხადებს ხიდაშელი.

პოლიტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის აზრით‚ ამერიკელების დაინტერესება იმით არის განპირობებული‚ რომ საქართველოში ეროვნული უმცირესობები თავს ინტეგრირებულად ვერ გრძნობენ.

თუმცა პაატა ზაქარეიშვილი დაგეგმილი შეხვედრით უკმაყოფილოა‚ რადგან, მისი თქმით‚ ხელისუფლებამ საგანგებოდ შეარჩია ეროვნული უმცირესობების ისეთი ჯგუფები‚ რომლებიც კრიტიკულად არ ილაპარაკებენ და აშშ-ს პრეზიდენტის წინაშე პრობლემატურ საკითხებს არ დასვამენ.

“საქართველოს პრეზიდენტი ხშირად საუბრობს საბჭოთა რეჟიმისგან ახალი ხელისუფლების გამიჯვნის შესახებ‚ მაგრამ მისი ხელისუფლება ამ რეჟიმს ბევრი რამით ჰგავს‚ რისი მაგალითია თუნდაც აღნიშნული შეხვედრის ამ სახით ორგანიზება”, _ განუცხადა “მედიანიუსს” პაატა ზაქარეიშვილმა.

ახალი ამბები