კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სვანეთის ორი სოფლის მაცხოვრებლები შიმშილის ზღვარზე არიან

17 მაისი, 2005

სვანეთის ორი სოფლის მაცხოვრებლები შიმშილის ზღვარზე არიან

თბილისი.15.05.05.მედიანიუსი. მესტიის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის ვიქტორ ჯაფარიძის ინფორმაციით, სოფლების-უშგულისა და ადიშის მაცხოვრებლები შიმშილის ზღვარზე იმყოფებიან. სტიქიური მოვლენების შემდეგ ამ სოფლებთან დაკავშირება დღემდე ვერ ხერხდება. დეპუტატი ხელისუფლებისგან ვერტმფრენებით იქ საკვები პროდუქტების  ჩატანას ითხოვს.

ჯაფარიძის განცხადებით, რაიონში ზარალის რაოდენობა დათვლილი არ არის. მეტიც‚ მას რაიონში არ ეგულება საკმარისი კომპეტენციის ადამიანები‚ რომლებიც მის დათვლას შეძლებენ. იგი ამ მიზნით ცენტრალური ხელისუფლებისაგან კომპეტენტური კომისიის მივლინებას ითხოვს.

"მესტიის რაიონში 10-მდე ოჯახი სრულიად უსახლკაროდაა დარჩენილი‚ თუმცა გაცილებით დიდია ისეთი ოჯახების რაოდენობა‚ რომელთა ბინებიც წყლითა და შლამით არის სავსე და იქ ცხოვრება შეუძლებელია," - აცხადებს მაჟორიტარი დეპუტატი და დასძენს, რომ ცენტრალური ხელისუფლებისაგან ჯერჯერობით ქმედითი დახმარება არ ჩანს. მეტიც‚ შარშან სტიქიური უბედურების შედეგად გარდაცვლილი პირის მეუღლესა და ორ მცირეწლოვან შვილს საცხოვრებელი ფართი დღემდე არ აქვთ. წლევანდელი სტიქიით დაზარალებული ოჯახები კი ნათესავებთან და მეზობლებთან არიან შეფარებულები.

ახალი ამბები