კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ზურაბ ანთელიძეს საბაჟო დეპარტამენტის 21 თანამშრომელი სასამართლოში უჩივის

17 მაისი, 2005

ზურაბ ანთელიძეს საბაჟო დეპარტამენტის 21 თანამშრომელი სასამართლოში
უჩივის


„კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ ადვოკატები სასამართლოში იცავენ საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის ზურაბ ანთელიძის მიერ სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნილი თანამშრომლების ინტერესებს.

დეპარტამენტის 21-მა თანამშრომელმა დეპარტამენტის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეაქვს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებების გაუქმების, სამსახურში აღდგენის და განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით.

ადვოკატები და მოსარჩელეები თვლიან, რომ ისინი კანონის უხეში დარღვევით გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობებიდან. საქმე ეხება 19-დან 22 აპრილამდე საბაჟო გამშვებ პუნქტ „წითელ ხიდზე“ გამოვლენილ დარღვევებს.  საბაჟოს ხელმძღვანელობამ მაშინ განაცხადა, რომ მოხდა კანონის დამრღვევი თანამშრომლების სამსახურიდან გათავისუფლება. სინამდვილეში კი სამსახურიდან დაითხოვეს ის პიროვნებები, რომლებიც აღნიშნულ პერიოდში სამსახურებრივ მოვალეობას საერთოდ არ ასრულებდნენ და უფრო მეტიც, გათავისუფლებულთაგან 4 ავადმყოფობის გამო იმყოფებოდა ბიულეტენზე. შრომის კოდექსის მიხედვით კი შრომისუუნარობის დროს მუშაკის სამსახურიდან დათხოვნა დაუშვებელია.

აღსანიშნავია, რომ სამსახურიდან დათხოვნილი მუშაკები არ გაცნობიან არც ერთ იმ დოკუმენტს, რომელიც მათი სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი გახდა. ამდენად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2005 წლის 28 აპრილის ბრძანება საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელთა თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ უკანონოა, რადგანაც მათი მხრიდან ადგილი არ ჰქონია სამსახურეობრივი მოვალეობის არათუ უხეშ, არამედ საერთოდ დისციპლინალურ გადაცდომას.

ასევე უკანონოა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის 2005 წლის 21 აპრილის ბრძანება, რომლის თანახმადაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციისა და საქართველოს შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ გამოვლენილი დარღვევების შედეგად 2005 წლის 18 აპრილიდან საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო „აღმოსავლეთის” საბაჟო გამშვები პუნქტი “წითელი ხიდის” პირადი შემადგენლობა ჩამოაშორეს სამსახურს.

სამსახურიდან გათავისუფლებულმა 30-მა მებაჟემ საკუთარი უფლებების დასაცავად მიმართა მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციას, რომლის შტაბბინაც ბელგიაში, ბრიუსელში მდებარეობს და სთხოვა მოეხდინა ზემოქმდება საქართველოს საბაჟო დეპარტამენტზე, რათა არ მომხდარიყო კანონიერი საფუძვლების გარეშე მათი სამსახურიდან დათხოვნა. 

„კონსტიტუციის 42-ე მუხლი“

 

ახალი ამბები