კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დმანისელებმა საპროტესტო აქცია გამართეს

18 მაისი, 2005

დმანისელებმა საპროტესტო აქცია გამართეს 

თბილისი.16.05.05.მედიანიუსი. თბილისში, სახელმწიფო კანცელარიის წინ დმანისის რაიონის სოფელ ზემო ოზმანის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა.

აქციის მონაწილეები მათთვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების  მიწების გადაცემას მოითხოვდნენ და აცხადებდნენ, რომ 2 500 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა შევარდნაძის პერიოდიდან ერთი ადამიანის ხელშია, ხოლო თავად მოსახლეობა მიწის გარეშეა დარჩენილი.

მათივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ორი წლის განმავლობაში მათ რაიონის ხელმძღვანელობას არაერთხელ მიმართეს, რეაგირება არ ყოფილა და სწორედ ამიტომ იძულებული გახდნენ აქცია უკვე თბილისში გაემართათ.

ახალი ამბები