კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აფხაზებმა სამი ქართველი გაიტაცეს

20 მაისი, 2005

აფხაზებმა სამი ქართველი გაიტაცეს

თბილისი.19.05.05.მედიანიუსი. გალის რაიონის სოფელ ნაბაკევთან აფხაზებმა სამი ადამიანი გაიტაცეს. ხურჩელები სპარტაკ ჟღერია‚ ზვიად ფარცვანია და არკადი ტაბაღუა აფხაზებს მძევლად ჰყავთ აყვანილი და გათავისულების სანაცვლოდ ორასი ათას დოლარს ითხოვენ. ამის შესახებ აფხაზებმა ერთ-ერთი გატაცებულის ოჯახის წევრს აცნობეს.

ჭუბურხინჯის ტრადიციულ ოთხმხრივ შეხვედრაზე სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულმა კახა არდიამ აფხაზური მხარისაგან დღეს გამთენიისას გალის რაიონის სოფელ ნაბაკევიდან გატაცებული სამი ქართველის უპირობო გათავისუფლება მოითხოვა.

გატაცების ფაქტს ქართველი სამართალდამცველები ჯართის ბიზნესს უკავშირებენ. ჭუბურხინჯის სხდომაზე აფხაზურმა მხარემ განაცხადა‚ რომ გატაცების ფაქტი ჯართის ბიზნესთან დაკავშირებული კრიმინალური გარჩევების შედეგია.

ზვიად ფარცვანია კომანდოს ბატალიონის წევრია და როგორც ამბობენ‚ მძევლების შორის შემთხვევით მოხვდა. ის კოსოვოში ქართულ სამშვიდობო კონტინგენტში მსახურობდა‚ საიდანაც საქართველოში ერთი კვირის წინათ დაბრუნდა.


 

ახალი ამბები