თავისუფლების ინსტიტუტი გენპროკურატურის წინააღმდეგ გამოდის
თბილისი.23.05.05.მედიანიუსი. თავისუფლების ინსტიტუტი გენერალურ პროკურატურას უპირისპირდება.
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა თბილისის ისან-სამგორის რაიონის პოლიციის ერთ-ერთი ქვეგანყოფილების უფროსის მამუკა დავითნიძის პასუხისმგებლობის საკითხი დააყენეს.
2004 წლის 9 აგვისტოს დაკავებული მამუკა ჩუბინიძე რაიონის პოლიციაში სასტიკად სცემეს‚ მაგრამ პოლიციელები არავის დაუსჯია. "დამნაშავე პოლიციელებს გენერალური პროკურატურა მფარველობს"‚ _ აცხადებს თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენელი თეა თუთბერიძე.
ექსპერტ მაკა ჯიშკარიანის განცხადებით‚ დაზარალებულ მამუკა ჩუბინიძეს აღენიშნებოდა სხეულის მრავლობითი დაჟეჟილობა‚ სისხლნაჟღენთები‚ წინა მხრის მიდამოში ესკორაციები და თავის ტვინის შერყევის ნიშნები.