კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბათუმის საპყრობილეში ჩხრეკა ჩატარდა

24 მაისი, 2005

ბათუმის საპყრობილეში ჩხრეკა ჩატარდა

თბილისი.23.05.05.მედიანიუსი. იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ბათუმის #3 საპყრობილეში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ცენტრალური აპარატისა და იუსტიციის სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლებმა აკრძალული ნივთების ამოღების მიზნით, ჩხრეკა ჩაატარეს.

ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ორი კომპიუტერი, კომპიუტერის 5 ცალი დისკეტა, 27 ცალი მობილური ტელეფონი, 10 ცალი დანა, ტელეფონის 40 ცალი სატენი, 30 ცალი მჩხვლეტავი და
ბასრი საგანი, 10 ლიტრი ალკოჰოლური სასმელი "ბრაგა".

გარდა ამისა, ჩხრეკისას აღმოაჩინეს ფხვნილი, რომელიც, სავარაუდოდ, ნარკოტიკული ნივთიერებაა და ექსპერტიზაზე გაიგზავნა.

ჩხრეკას სასჯელღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გოდერძი ხუჯაძე ხელმძღვანელობდა.

ახალი ამბები