კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გვარ-სახელის გამოცვლა გამარტივდება

27 მაისი, 2005

გვარ-სახელის გამოცვლა გამარტივდება

თბილისი.27.05.05.მედიანიუსი. საქართველოს მოქალაქეებს ნებისმიერი სახელის‚ მამის სახელის და გვარის არჩევის უფლება მიენიჭებათ. მთავარია‚ მათ უსულო საგნების‚ ციფრების‚ ან სიმბოლოების დარქმევის სურვილი არ გამოთქვან.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ კანონში იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული ცვლილებები განიხილა და მხარი დაუჭირა.

ამ ცვლილებებით მთლიანად უქმდება ის ბარიერები‚ რომელიც მოქალაქის მიერ სახელის‚ მამისა სახელისა და გვარის შეცვლასთან დაკავშირებით დღემდე არსებობდა. კანონპროექტის ავტორები აცხადებენ‚ რომ ეს ცვლილებები საერთაშორისო ნორმებიდან გამომდინარეობს და ამ  ყურადღება ადამიანის უფლებებზეა გამახვილებული.

ჯერჯერობით გაურკვეველია, დაწესდება თუ არა რაიმე შეზღუდვა არისტოკრატიული გვარების არჩევის შემთხვევაში. კომიტეტი ამ თვალსაზრისით საკითხის შესწავლას მომავალში აპირებს. თუმცა‚ კომიტეტის ხელმძღვანელობა აცხადებს‚ რომ საქართველოში არ არის მონარქია და ასეთი შეზღუდვის დაწესება მიზანშეუწონელია.

 

ახალი ამბები