კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პროკურატურის შენობიდან მოშიმშილეები გამოაძევეს

30 მაისი, 2005

პროკურატურის შენობიდან მოშიმშილეები გამოაძევეს

ქუთაისი.29.05.05.მედიანიუსი. სამართალდამცავებმა ქუთაისის პროკურატურის შენობაში მოშიმშილეების აქცია დაშალეს.

მკვლელობაში ეჭვმიტანილის, გიორგი ჭეიშვილის ახლობლები პროკურატურასთან შიმშილობდნენ. ისინი ჭეიშვილს უდანაშაულოდ მიიჩნევენ და პატიმრობიდან მის გათავისუფლებას ითხოვენ.

მანამდე პროკურატურამ დაკავებულის ოჯახის წევრებს, აქციის შესაწყვეტად გარკვეული ვადა მისცა, თუმცა ჭეიშვილის ახლობლები პროკურატურის ეზოში შიმშილობას მაინც განაგრძობდნენ.

მეზობლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი გიორგი ჭეიშვილი უკვე მესამე დღეა ქუთაისის იზოლატორში შიმშილობს.

ახალი ამბები