კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ხიზრი ალდამოვი: რუსები ჩეჩენ ლტოლვილებს კი არ აბრუნებენ, არამედ "ბლეფაობენ"

1 ივნისი, 2005

ხიზრი ალდამოვი: რუსები ჩეჩენ ლტოლვილებს კი არ აბრუნებენ, არამედ "ბლეფაობენ"

თბილისი.30.05.05.მედიანიუსი. "ჩეჩენი ლტოლვილების სამშობლოში დაბრუნების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ბლეფია", _ ასეთ აფასებს პანკისის ხეობაში რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს წარმომადგენლების მუშაობის შედეგებს საქართველოში ჩეჩნურ-ქისტური სათვისტომოს ხელმძღვანელი ხიზრი ადლამოვი.

რუსული მედიის ცნობით, 29 მაისს პანკისის ხეობიდან თვრამეტი ჩეჩენი ლტოლვილი ჩეჩნეთში დაბრუნდა. ისინი გროზნოს სტაროპრომიშლოვოს რაიონის კოლცოვის ქუჩაზე მდებარე დროებით განთავსების პუნქტებში გადაანაწილეს.

პანკისის ხეობაში რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის სამმართველოს თანამშრომლებიც იმყოფებოდნენ, რომლებიც დევნილებს საჭირო დოკუმენტაციის მიღებაში დახმარებას ჰპირდებოდნენ.

ხიზარი ალდამოვის განცხადებით, დაბრუნდნენ ქისტები, რომელთაც პასპორტებისა და ოჯახური პრობლემები ჰქონდათ, ისიც ითონ-ყალეს რაიონში, რომელიც პანკისის ხეობას ესაზღვრება.

"ამ მოსაზღვრე სოფლებში ხალხი ისედაც გადადის და გადმოდის, რადგან პანკისში მყოფ ჩეჩნებს ითონ-ყალეში ნათესავები ჰყავთ, ამას კი რუსული სამსახურები და მასმედია აზვიადებენ, თითქოს სამშობლოში ჩეჩენი ლტოლვილები ბრუნდებიან", _ აცხადებს ალდამოვი.

ის მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გადაუკეტოს პანკისის ხეობაში შემავალი გზები რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს წარმომადგენლებს, რადგან ისინი ხეობაში იმას აკეთებენ, რასაც აფხაზეთში, სადაც აფხაზებს რუსულ პასპორტებს ურიგებენ.

 

ახალი ამბები