კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სოზარ სუბარს ყოფილი თანამშრომელი სასამართლოში უჩივის

2 ივნისი, 2005

სოზარ სუბარს ყოფილი თანამშრომელი სასამართლოში უჩივის

თბილისი.01.06.05.მედიანიუსი. საქართველოს სახალხო დამცველის მოქალაქეთა მომართვების განხილვის დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა მარიამ ბაღდავაძემ სახალხო დამცველის სოზარ სუბარის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში სარჩელი შეიტანა. ბაღდავაძე  მის თანამდებობიდან გათავისუფლებას აპროტესტებს.

მარიამ ბაღდავაძის ინფორმაციით, ის სარჩელში მოითხოვს მისი გათავისუფლების შესახებ სოზარ სუბარის ბრძანების გაუქმებას.

გარდა ამისა, მოსარჩელე სახალხო დამცველისაგან ბოდიშის მოხდას მოითხოვს, იმის გამო, რომ სოზარ სუბარმა, საქართველოს პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას, იგი მწოლიარე ავადმყოფად მოიხსენია და ეს ფაქტი თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზად დაასახელა.

„მიუხედავად იმისა, რომ გაფანტული სკლეროზით ვარ დაავადებული, სამსახური არ გამიცდენია და მივლინებებშიც დავდიოდი. 2004 წლის ოქტომბრიდან ბიულეტენზე ვიმყოფებოდი, ხოლო 2005 წლის თებერვლიდან კუთვნილი შვებულება მოვითხოვე, თუმცა სახალხო დამცველმა თებერვალში თანამდებობიდან გამათავისუფლა“, - განაცხადა მარიამ ბაღდავაძემ.

„ჩემი ოთხი შვილისათვის დედის ჯანრთელობის თაობაზე არასწორი ინფორმაცია მოსმენა მძიმე იყო. სუბარის ამ განცხადების შემდეგ ჩემი მდგომარეობა მართლაც დამძიმდა“, - აცხადებს მოსარჩელე.

მარიამ ბაღდავაძე სახალხო დამცველის აპარატში მისი შექმნის დღიდან, 1998 წლის იანვრიდან მუშაობდა.

ახალი ამბები