კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ახალი ამბების სააგენტო „ინტერ-პრესმა“ მუშაობა შეაჩერა

6 ივნისი, 2005

ახალი ამბების სააგენტო „ინტერ-პრესმა“ მუშაობა შეაჩერა

2005 წლის 2 ივნისს ახალი ამბების სააგენტო "ინტერ-პრესმა" მუშაობა შეაჩერა. ამის შესახებ ჯერ კიდევ ოთხი თვის წინ იუწყებოდნენ, თუმცა, როგორც თავად აცხადებენ „მაშინ დამფუძნებლებმა გადაწყვეტილება შეცვალეს და ოთხთვიანი არსებობის შესაძლებლობა მოგვცეს. წინანდელისგან განსხვავებით ამჯერად სააგენტოს ლიკვიდაცია ხორციელდება“,- ნათქვამია "ინტერ-პრესის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც ყველა იმ საინფორმაციო საშუალებებმა მიიღეს, რომელთაც „ინტერ-პრესი“ აქვს გამოწერილი.

სააგენტოს მიერ გავრცელებულ წერილში ნათქვამია: „ყოველთვის ვცდილობდით ობიექტურები, ოპერატიულები ვყოფილიყავით და სრულყოფილი ინფორმაცია მოგვეწოდებინა თქვენთვის, რაც ზოგჯერ გამოგვდიოდა და ზოგჯერ არა. როგორც ჩანს, მხოლოდ პროფესიონალიზმზე ზრუნვა და განვითარებისკენ სწრაფვა საკმარისი არ არის. გვინდა დიდი მადლობა გადავუხადოთ ყველა ჩვენს კონტრაქტორს და მომხმარებელს, რომლებიც გვენდობოდნენ და სჯეროდათ ჩვენი. მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელმაც წვლილი შეიტანა "ინტერ-პრესის" გაზრდა-განვითარებაში“.

საინფორმაციო სააგენტო "ინტერ-პრესი" 2001 წელს დაარსდა. 2002 წლის ზაფხულიდან დღემდე მედია ჰოლდინგ "ი-მედიას" წევრი იყო. "ინტერ-პრესის" სამეთვალყურეო საბჭომ 2005 წლის 1 ივნისს სააგენტოს ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

ახალი ამბები