კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

30 ქვეყნის მოქალაქეები ამიერიდან საქართველოში უვიზოდ შემოვლენ

21 ივნისი, 2005

30 ქვეყნის მოქალაქეები ამიერიდან საქართველოში უვიზოდ შემოვლენ

თბილისი.19.06.05.მედიანიუსი. "საქართველოში უცხოელთა დროებითი შემოსვლის, ყოფნისა და გასვლის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების თანახმად, 2005 წლის 15 ივნისიდან 30 ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლა შეეძლებათ.

ამიერიდან ავსტრიის, ესტონეთის, უნგრეთის, ლუქსემბურგის, სლოვენიის, ბელგიის, ფინეთის, ირლანდიის, მალტის, ესპანეთის, კვიპროსის, საფრანგეთის, იტალიის, პოლონეთის, შვედეთის, ჩეხეთის, გერმანიის, ლატვიის, პორტუგალიის, ჰოლანდიის, დანიის, საბერძნეთის, ლიტვის, სლოვაკეთის, დიდი ბრიტანეთის, აშშ-ს, იაპონიის, კანადის, ისრაელისა და შვეიცარიის მოქალაქეებს შეუძლიათ უვიზოდ შემოვიდნენ და დარჩნენ საქართველოში 90 დღის განმავლობაში.

თუ უცხოელი მოქალაქე 90 დღეზე მეტ ხანს აპირებს საქართველოში დარჩენას, მას ესაჭიროება ვიზა, რომლის მისაღებად მან უცხოეთში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს ან საკონსულოებს უნდა მიმართოს.

ახალი ამბები