კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ფინანსური პოლიციის უფროსი საზოგადოებას ბოდიშს უხდის

21 ივნისი, 2005

ფინანსური პოლიციის უფროსი საზოგადოებას ბოდიშს უხდის

16 ივნისს ფინანსურმა პოლიციამ‚ სპეცრაზმთან ერთად, რუსთაველისა და გამსახურდიას გამზირზე მდებარე სწრაფი კვების ქსელ "ნიკალას" რესტორანში სპეცოპერაცია ჩაატარა. სამართალდამცველები დარღვევებს ორი საათის განმავლობაში ეძებდნენ. ოპერაციის დაწყებამდე ორივე რესტორანი ხალხით იყო სავსე. ერთ-ერთ დარბაზში კი ბავშვს დაბადების დღეს უხდიდნენ. შეიარაღებული‚ ნიღბიანი სამართალდამცველების გამოჩენამ ხალხში შეშფოთება გამოიწვია. სპეცოპერაციის დროს სწრაფი კვების ობიექტებიდან დოკუმენტები და კომპიუტერი ამოიღეს.

ფინანსური პოლიციის აღნიშნულ სპეცოპერაციას სახალხო დამცველი სოზარ სუბარი გამოეხმაურა. როგორც ბ-ნი სუბარი აღნიშნავს, კომპიუტერის დალუქვას და ამოღებისათვის 2 კაციც საკმარისი იქნებოდა. აღნიშულ ღონისძიებას კი ამაზრზენად მიიჩნევს.

სახალხო დამცველის განცხადებას ეთანხმებიან პარლამენტარებიც. ზვიად ძიძიგურის თქმით‚ სამართალდამცველები ტერორისტებივით არ უნდა იქცეოდნენ. მათ არ აქვთ მოსახლეობის დაწიოკების უფლება.

სპეცოპერაციის ფორმით უკმაყოფილოა ბესო ჯუღელიც, რომელიც აღნიშნავს, რომ კომპიუტერიდან ინფორმაციის ამოღებას კომპიუტერის კარგად მცოდნე პირიც შესძლებდა.

ფინანსური პოლიციის უფროსი დავით კეზერაშვილის გუშინდელი სპეცოპერაციის გამო, იგი საზოგადოებას ბოდიშს უხდის და პირდება, რომ მის მიერ დანიშნული შიდასამსახურებრივი მოკვლევით ყველა იმ პირის ვინაობა დადგინდება‚ ვინც რესტორანში სპეცრაზმის შეყვანის ბრძანება გასცა და უმკაცრესად დაისჯებიან.

ახალი ამბები