კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აფხაზეთის ციხეში მყოფმა ორმა პატიმარმა საქართველოს ევროსასამართლოში უჩივლა

23 ივნისი, 2005

აფხაზეთის ციხეში მყოფმა ორმა პატიმარმა საქართველოს ევროსასამართლოში უჩივლა

თბილისი.22.06.05.მედიანიუსი. ევროპის საბჭოსა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დელეგაციის ვიზიტის შედეგებთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ კონსტანტინე კორკელიამ განაცხადა, რომ ევროსაბჭოს გენერალურ მდივან ტერი დევისთან შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს მიერ სამი საერთაშორისო დოკუმენტის _ ეროვნულ უმცირესობათა დაცვის ჩარჩო კონვენციის, რეგიონალური და უმცირესობების ენების ევროპული ქარტიისა და განახლებული სოციალური ქარტიის რატიფიკაციის საკითხებზე ისაუბრეს.

კორკელიას თქმით, ქართულმა მხარემ ევროსაბჭოში კანონმდებლობის დახვეწისას ექსპერტული დახმარება მოითხოვა, რათა ქართული კანონმდებლობა სრულ ჰარმონიაში იყოს ევროპულ საერთაშორისო აქტებთან.

შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა საქართველოში, ეროვნულ დონეზე, ადამიანის უფლებების დაცვის განმტკიცების საკითხზე.

ამასთან, საუბარი შეეხო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ევროსასამართლოში საქართველოს წარმომადგენლის სამსახურის ფუნქციების გაფართოებას. მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, ამ სამსახურს დაეკისრება ვალდებულება, ევროსაბჭოს მიაწოდოს ინფორმაცია საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობასთან დაკავშირებით.

კორკელიამ აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თავმჯდომარე ლუციუს ვილდჰაბერთან ვიზიტისას საუბარი შეეხო აფხაზეთის ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დაცვის საკითხს. ქართულმა მხარემ ევროსაბჭოში ამ საკითხში ევროსტრუქტურების დახმარება ითხოვა, რათა რაიმე სამართლებრივი მექანიზმით აღდგეს პატიმართა უფლებები.
ევროპის სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ სარჩელი აქვთ შეტანილი აფხაზეთში, დრანდის ციხეში მყოფ ნანავასა და მამასახლისს, რომელთა სარჩელების დასაშვებობის საკითხი ამჟამად იხილება.

ახალი ამბები