კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გურჯაანში რაიონული გაზეთის რედაქტორი სცემეს

24 ივნისი, 2005

გურჯაანში რაიონული გაზეთის რედაქტორი სცემეს

თბილისი.23.06.05.მედიანიუსი. გურჯაანში ადგილობრივი რაიონული გაზეთის‚ "იმედის" მთავარი რედაქტორი გელა მთივლიშვილი სცემეს.

დაზარალებულის განცხადებით‚ უცნობი პირი თავს მაშინ დაესხა‚ როცა ის სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდა. თავდამსხმელმა მას თავში ბლაგვი საგნით რამდენიმე დარტყმა მიაყენა.

დაზარალებულის თქმით‚ უცნობი მას ორი წუთის განმავლობაში სცემდა‚ რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაშავებული დაუყოვნებლივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას დაჟეჟილობები და ჰემატომა აღენიშნება. მთივლიშვილი მომხდარს ბოლო დროს გაზეთში გამოქვეყნებულ მასალებს უკავშირებს‚ რომელთა კრიტიკის ობიექტი სამართალდამცველები არიან. მომხდარს გურჯაანის რაიონული პოლიციის საგამოძიებო ჯგუფი იძიებს. დაშავებული მკურნალობას სახლში განაგრძობს.

როგორც გურჯაანის რაიონის გამგებელმა აკაკი სიხარულიძემ "მედიანიუსს" განუცხადა‚ თუ რის გამო სცემეს მთივლიშვილი - როგორც მოქალაქე თუ როგორც ჟურნალისტი - გამოძიება დაადგენს. თუმცა‚ რადგანაც მთივლიშვილი ჟურნალისტურ საქმიანობას ეწევა‚ საჭიროა‚ მთელმა ქართულმა ჟურნალისტურმა საზოგადოებამ სოლიდარობა გამოუცხადოს მას. ასევე‚ საჭიროა‚ ასეთ დროს ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციასაც გავუგზავნოთ მიმართვა.

"მოქალაქის უფლების შელახვა დასაგმობია", - ამბობს სიხარულიძე და რაიონში ჟურნალისტის ფიზიკური ანგარიშსწორების მსგავს შემთხვევას ვერ იხსენებს.

ახალი ამბები