კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ერთად წამების წინააღმდეგ

28 ივნისი, 2005

ერთად წამების წინააღმდეგ

26 ივნისს, შუადღის თორმეტის ნახევარზე ვერის ბაღში წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაციებმა: ”ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრმა” (HRIDC) და “წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრმა” (GCRT) ერთობლივი აქცია ჩაატარეს, სადაც გაიმართა პრეს-კონფერენცია, წამების იარაღების მოძრავი გამოფენა და თეატრალიზებული წარმოდგენა.

”ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრის” აღმასრულებელმა დირექტორმა უჩა ნანუაშვილმა პრესასთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა: “სამწუხაროდ, “ვარდების რევოლუციის” შემდეგ, წამების თემა აქტუალობას არ კარგავს. ლაპარაკია წინასწარი დაკავების საკნებში აღიარებითი ჩვენების მისაღებად ძალადობის მეთოდების გამოყენებაზე. არსებობს ინფორმაცია წამების შედეგად დაღუპულთა შესახებაც. საქართველოში წამების ფაქტების გამოვლენის შესახებ არსებული სტატისტიკური მონაცემები არასრულია. როდესაც  ”ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრმა” ინფორმაციის მისაღებად თბილისის №1 საპყრობილესა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტს მიმართა, მათ მკვეთრად განსხვავებული მონაცემები მოგვაწოდეს. №1 საპრყობილეში მოპოვებული წამების ფაქტების რიცხობრივი მაჩვენებელი გაცილებით მაღალია სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ მონაცემებზე. ეს უკანასკნელი აშკარად მალავს რეალურ მონაცემებს”.

აქციის მიზანი იყო წამების მსხვერპლთათვის სოლიდარობის გამოცხადება და საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება იმის შესახებ, რომ წამების მსხვერპლნი დღესაც დიდი რაოდენობით არსებობენ საქართველოში. საქართველოში წამება დღეს შეიძლება უფრო აქტუალურიცაა, ვიდრე ის “ვარდების რევოლუციამდე” იყო.

აქციის მონაწილე საზოგადოების წარმომადგენლებს წამების საწინააღმდეგო საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგდათ.

 
რუსუდან ჯამასპიშვილი

ახალი ამბები