კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საგარეჯოს მოსახლეობა ნავთობკომპანია "კანარგო-ჯორჯიასგან" პრობლემების მოგვარებას მოითხოვს

30 ივნისი, 2005

საგარეჯოს მოსახლეობა ნავთობკომპანია "კანარგო-ჯორჯიასგან" პრობლემების მოგვარებას მოითხოვს

 

საგარეჯო.24.06.05.მედიანიუსი. საგარეჯოს რაიონის სოფელ ნინოწმინდისა და წყაროსთავის მოსახლეობამ  საპროტესტო აქცია გამართა. 2004 წლის 10 სექტემბერს ნავთობის ავარიული ამოფრქვევის შემდეგ, აღნიშნული სოფლების მაცხოვრებლების თქმით, პრობლემები აქვთ როგორც ჯანმრთელობასთანასევე წყალმომარაგებასთან დაკავშირებით. ისინი ბრიტანული ნავთობკომპანია "კანარგო-ჯორჯიასგან" პრობლემების მოგვარებას მოითხოვენ.

 

აქციის მონაწილეებთან "კანარგო-ჯორჯიას" დირექტორის მოადგილე გია ითონიშვილი მოვიდა.

 

"კანარგო-ჯორჯია"ყველაფერს აკეთებს მოსახლეობისთვის პრობლემების შესამსუბუქებლად. ამჟამად ორივე სოფელს წყლით ცისტერნები ამარაგებენვინაიდან სოფლის სასმელი წყლის ვარგისიანობის დასადგენად ლაბორატორიული კვლევა მიმდინარეობს. რაც შეეხება მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუარესებასსერიოზული არაფერია. ამის მიუხედავად, "კანარგო-ჯორჯიამ" შეიძინა "ალდაგის" პოლისები და სოფლის მაცხოვრებლებს დაურიგა‚ - განაცხადა "მედიანიუსთან" საუბრისას გია ითონიშვილმა.

 

საგარეჯოს რაიონის გამგებლის გარი ბუხნიკაშვილის ინფორმაციით კითუ წყლის სათავე ნაგებობები დაბინძურებული არ აღმოჩნდებამოსახლეობას წყალმომარაგება მომავალ კვირას აღუდგება.

 

"რაც შეეხება წყაროსთავისა და ნინოწმინდის მაცხოვრებელთა ჯანმრთელობის გაუარესებასერთადერთი ის შემიძლია გითხრათრომ "ალდაგის" პოლისებით მათ შეუძლიათ ჩაიტარონ უფასო ლაბორატორიული კვლევა საგარეჯოს რაიონის პოლიკლინიკაშითუმცა სერიოზულ დაავადებას ადგილი არ აქვს‚ - განუცხადა "მედიანიუსს" რაიონის გამგებელმა.

 

ახალი ამბები