კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ევროსაბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტი აქვეყნებს ანგარიშს საქართველოს შესახებ

1 ივლისი, 2005

ევროსაბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტი აქვეყნებს ანგარიშს საქართველოს შესახებ

სტრასბურგი, 01. 07. 2005 - ევროსაბჭოს წამებისა და არაადამიანური თუ დამამცირებელი მოპყრობისა თუ დასჯის საწინააღმდეგო კომიტეტმა (CPT) გამოაქვეყნა თავისი მეორე მოხსენება საქართველოს შესახებ. მოხსენება შეეხება წამების საწინააღმდეგო კომიტეტის (CPT) პერიოდულ ვიზიტებს, რომელიც ამჯერად განხორციელდა ორჯერ: 2003 წლის ნოემბერში და 2004 წლის მაისში.

მოხსენებაში წამების საწინააღმდეგო კომიტეტმა დაასკვნა, რომ დამნაშავე ეჭვმიტანილები დიდი რისკის ქვეშ არიან, რომ განიცადონ სასტიკი მოპყრობა პოლიციის მხრიდან. ძალადობის თავიდან ასაცილებლად კომიტეტმა წამოაყენა წინადადებები, კერძოდ ადამიანის უფლებათა ინტეგრაციის პრაქტიკული პროფესიული ტრეინინგები; გამომძიებლებისა და ოპერატიული პოლიციის პერსონალისათვის ხშირი ტრეინინგების ჩატარება თანამედროვე დაკითხვისა და გამოძიების შესრულების ტექნიკის შესახებ. წამების საწინააღმდეგო კომიტეტი ასევე გვირჩევს, რომ ძალადობის საწინააღმდეგოდ კანონიერი გარანტიების მიცემა (როგორიცაა დაკავების დროს ნებისმიერი ადამიანის უფლება, დაუკავშირდეს ნებისმიერ პირს, ადვოკატს და მოითხოვოს ექიმი) პრაქტიკაში იყოს მთლიანად ეფექტური.

რაც შეეხება ციხეებს, წამების საწინააღმდეგო კომიტეტმა გამოხატა შეშფოთება საქართველოს სასჯელაღსრულებთი სისტემის მრავალრიცხოვან სფეროებში პროგრესის ნაკლებობაზე. პატიმართა რაოდენობის სიმრავლემ და საშინელმა პირობებმა, რაც შექმნილია ციხეებში, მოგვცა ის, რომ დღესდღეობით აშკარად ირღვევა ადამიანის უფლებები, როგორც ქართული კანონმდებლობის, ასევე საერთაშორისო სტანდარტების მიხედვითაც. დადებით მხარედ წამების საწინააღმდეგო კომიტეტმა აღნიშნა ის, რომ მნიშვნელოვანი პროგრესი შეინიშნება ტუბერკულიოზის გავრცელების საწინააღმდეგოდ ბრძოლის სფეროში.

საქართველოს მთავრობა, რომელმაც ითხოვა წამების საწინააღმდეგო კომიტეტის მოხსენების გამოქვეყნება, ამზადებს პასუხს იმ შენიშვნებზე რომლებიც წამოყენებული იყო კომიტეტის მიერ.

წამების საწინააღმდეგო კომიტეტის ვიზიტის მოხსენება ხელმისაწვდომია კომიტეტის ვებ-გვერდზე:

http://www.cpt.coe.int/documents/geo/2005-12-inf-eng.htm 


 

ახალი ამბები