კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრი გამოთქვამს შეშფოთებას

5 ივლისი, 2005

ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრი გამოთქვამს შეშფოთებას

ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრი გამოთქვამს შეშფოთებას ქვეყანაში ძალადობის ესკალაციისა და სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ძალის გადამეტებული გამოყენების ფაქტების გახშირების გამო. ამა წლის 30 ივლისს, ღამით მომხდარი დარბევა რუსთაველის გამზირზე ამის კიდევ ერთი თვალსაჩინო გამოხატულებაა.

გამოძალვის ბრალდებით დაკავებული მოჭიდავების მხარდამჭერების მიერ ძალადობის გამოყენებას სასამართლო დაბაზში, უნდა მოჰყოლოდა ხელისუფლების მხრიდან რეაგირება და მოძალადეთა დაკავება, თუმცა, სამწუხაროდ, ეს არ მოხდა და რამდენიმე საათის შემდეგ მშვიდობიანი აქცია რუსთაველის გამზირზე დარბეულ იქნა სპეცდანიშნულების რაზმის მიერ. გამოყენებულ იქნა განსაკუთრებული სისატიკე და გადამეტებული ძალა, დააკავეს მრავალი უდანაშაულო ადამიანი, რომლებიც კვლავ წინასწარი დაკავების საკნებში რჩებიან. აქციის დარბევაში მონაწილობა მიიღეს საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა, სამოქალაქო ფორმიანმა უშიშროების თანამშრომლებმა და ნიღბიანმა სპეცრაზმელებმა. დარბევისას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებს, რომელნიც საკუთარ პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ. სცემეს გაზეთ “ალიას” ფოტოკორესპონდენტი ირაკლი გედენიძე, საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესის” ფოტოკორესპონდენტი ზვიად ნიკოლეიშვილი, ტელეკომპანია “მზის” ჟურნალისტი ნატო მახვილაძე და სხვები.

სპეცრაზმი ჟურნალისტებს არ აძლევდა ნებას გადაეღოთ დარბევის კადრები და შეესრულებინათ თავიანთი პროფესიული მოვალეობა.

ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრი შეშფოთებას გამოთქვამს დარბევის ფაქტების გახშირებისა და პოლიციის მხრიდან ძალის დემონსტრირების, ძალადობის გადამეტებული გამოყენების გამო და მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ცდილობს მსგავსი მეთოდებით მოსახლეობაში უკმაყოფილების მზარდი ტალღის შეჩერებასა და საზოგადოების დაშინებას. ცენტრი მოითხოვს დაკავებულთა გათავისუფლებას და ჟურნალისტებზე ძალადობის განმხორციელიელებელ პოლიციელთა დასჯას.

ახალი ამბები