კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ოპოზიცია ძალადობის წინააღმდეგ კამპანიას იწყებს

5 ივლისი, 2005

ოპოზიცია ძალადობის წინააღმდეგ კამპანიას იწყებს

 

თბილისი.01.07.05.მედიანიუსი. 30 ივნისს რუსთაველის გამზირზე საღამოს მოჭიდავეების მიერ გამართული საპროტესტო აქცია სპეცრაზმმა დაარბია. მოჭიდავეები ორი სპორტსმენისდავითაშვილისა და რევაზიშვილის წინასწარი სამთვიანი პატიმრობის შეფარდებას აპროტესტებდნენ.

 

გუშინდელი ინციდენტის შემდეგ "ახალი მემარჯვენეები", "კონსერვატორები" და "რესპუბლიკელები" შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვენ.

 

როგორც "მემარჯვენეების" ლიდერმა დავით გამყრელიძემ პარლამენტში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, ხელისუფლება საზოგადოების მიმართ ძალადობაზე გადავიდა.

 

"ხელისუფლებამ თავად მოახდინა გუშინ რუსთაველზე მომხდარი ინციდენტის პროვოცირება. ვერავის დავუდგები ადვოკატად, მაგრამ ერთ რამეს განვაცხადებ, რომ გუშინ მოჭიდავეების მასობრივ დაპატიმრებას ალბათ ანალოგი ძნელად თუ მოეძებნება რომელიმე ქვეყანაში. თუ საზოგადოება დროზე არ გაემიჯნება ძალადობას, ხელისუფლება კიდევ უფრო გათავხედდება. მე გულის სიღრმეში მქონდა იმედი, რომ მიხეილ სააკაშვილი გარკვეულ დემოკრატიულ პრინციპს დაიცავდა, მაგრამ მივიღეთ უაზრო და უსაფუძვლო ძალადობა ხალხზე. ვითხოვთ ვანო მერაბიშვილის, ადეიშვილის და ოქრუაშვილის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას." - განაცხადა დავით გამყრელიძემ.

 

"რაც გუშინ მოხდა, არის დანაშაული კაცობრიობის წინაშე, გვყავს უზნეო საპარლამენტო უმრავლესობა, რომელსაც ლიდერად ჰყავს გიგა ბოკერია. ბოკერიას თავისუფლების ინსტიტუტში მუშაობისას, მხოლოდ არყის მოსატანად აგზავნიდნენ ხოლმე, დღეს კი ხელისუფლების მთავარი იდეოლოგია. მოუწოდებთ საზოგადოებას, დღეს ექვს საათზე შევიკრიბოთ ვერის ბაღში; შევიკრიბოთ და გავემიჯნოთ ძალადობას,"- განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

 

"ვანო მერაბიშვილი მოჭიდავეებთან შეხვედრის შემდეგ გამოვიდა და ამ ხალხს მხედრიონელები უწოდა, არადა არც ერთი მხედრიონელი ისე არ იქცეოდა, როგორც გუშინ მოიქცენ ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები"- თქვა კობა დავითაშვილმა.

 

 

ახალი ამბები