კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კახი კალაძის მამას ინფორმაციისთვის 20 ათასი დოლარი მოსთხოვეს

5 ივლისი, 2005

კახი კალაძის მამას ინფორმაციისთვის 20 ათასი დოლარი მოსთხოვეს

გატაცებული ლევან კალაძის გასათავისუფლებლად კვლავ იგეგმება ოპერაციები. როგორც ჩანს ჯერ არც მისი ოჯახის წევრებსა და არც გამოძიებას იმედი არ დაუკარგავს, რომ იგი ცოცხალია. მორიგი ოპერაცია ა/წ 29 მარტს ჩატარდა. ოპერაციის საფუძველი კი გახდა 27 მარტს კარლო კალაძის ოჯახში განხორციელებული სატელეფონო ზარი, რომლითაც უცნობი პიროვნება ოჯახის უფროსს ატყობინებდა, რომ მას ჰქონდა დაზუსტებული ინფორმაცია ლევან კალაძის ადგილსამყოფელის შესახებ. ინფორმატორთა მოთხოვნებისა და დამატებითი დეტალების გასარკვევად კი კარლო კალაძე უნდა მისულიყო მცხეთის გზაზე მდებარე გრიბოედოვის ძეგლთან და ენახა იქ დატოვებული წერილი. წერილში ინფორმატორები ინფორმაციის სანაცვლოდ 20 ათას დოლარს ითხოვდნენ, პასუხი კარლო კალაძეს უნდა მიეტანა ქარელის რაიონის სოფ. მოხისში მდებარე რკინიგზის ბაქნის მოპირდაპირე მხარეს.


კარლო კალაძე დუკავშირდა პოლიციას, და დაიგეგმა სპეცოპერაცია. ოპერაციის შედეგად დაკავებულ იქნენ იური  ნოზაძე და გიორგი გონგლაძე, რომლებსაც არ გააჩნდათ არანაირი ინფორმაცია ლევან კალაძის ადგილსამყოფელის შესახებ. მათ მიზანს მხოლოდ თანხის გამოძალვა წარმოადგენდა. თუმცა ძიების ეტაპზე აღმოჩნდა, რომ ამ დანაშაულთან არანაირი შეხება არ ჰქონდა გიორგი გონგლაძეს. იგი არის  იური ნოზაძის ნათესავი და  სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა დანაშაულის ჩადენის ადგილას. 


იური ნოზაძე გამოძიებისათვის მიცემულ ჩვენებაში მიუთითებს, რომ გიორგი გონგლაძისთვის მას არ შეუტყობინებია საკუთარი განზრახვის შესახებ და მოტყუების გზით წაიყვანა. ეს გარემოება გამოძიებამ არ გაითვალისწინა და მას ბრალი წარუდგინა თაღლითობის მუხლით. თუმცა გამოძიებას დაავიწყდა, რომ თაღლითობა არის სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით ან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებით და დამთავრებულად ითვლება მხოლოდ მას შემდეგ, რაც დამნაშავე დაეუფლება ნივთს და მისი განკარგვის შესაძლებლობა ექნება. გამოძიებას ერთმანეთში აერია თაღლითობა და გამოძალვა, რომელიც მოთხოვნის წაყენების მომენტიდან ითვლება დამთავრებულად. კონკრეტულ შემთხვევაში ქმედება მხოლოდ მას შემდეგ ჩაითვლებოდა დამთავრებულად, თუ დაზარალებული კარლო კალაძე გადაუხდიდა მათ მოთხოვნილ თანხას. ასე, რომ ქმედება უნდა დაკვალიფიცირებულიყო სსკ 19-18-ე მუხლით და არა როგორც დამთავრებული დანაშაული.


ადვოკატი დიმიტრი ხაჩიძე მიიჩნევს, რომ გონგლაძის დაკავება მოხდა კანონის უხეში დარღვევით, დაკავების ოქმში არაა მითითებული რა საფუძვლით იქნა დაკავებული  გონგლაძე, რა ვითარებაში იქნა იგი დაკავებული, სად შედგა დაკავების ოქმი და ა.შ. რაც შეეხება დადგენილებაში მითითებულ სხვა მტკიცებულებებს, გაუგებარია რომელ მტკიცებულებაზე მიუთითებს გამოძიება, რადგანაც საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება ირიბათაც კი არ მიუთითებს, რომ აღნიშნული დანაშაული ჩადენილია გიორგი გონგლაძის მიერ. პირიქით, წინასწარი გამოძიების მიერ ჩატარებული იქნა გრაფიკული ექსპერტიზა, რომლის დასკვნაშიც  გარკვევითაა მითითებული, რომ წერილი შესრულებულია არა გონგლაძის, არამედ იური ნოზაძის მიერ.

დიმიტრი ხაჩიძე, "კონსტიტუციის 42-ე მუხლი"

ახალი ამბები