სახალხო დამცველის აპარატი ჯარში რეგულარულ მონიტორინგს ვერ ახორციელებს
თბილისი.10.07.05.მედიანიუსი. ქართულ ჯარში რეგულარული მონიტორინგი ფაქტობრივად არ ხორციელდება.
სტატისტიკური მონაცემებით, 2005 წლის მაისსა და ივნისში ჯარისკაცთა სიკვდილიანობის ხუთი შემთხვევა დაფიქსირდა. მათ შორის ერთი ფილტვების დაავადებით გარდაიცვალა, ხოლო ოთხმა რიგითმა გაურკვეველ ვითარებაში თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე.
სახალხო დამცველის აპარატში საჯარისო ნაწილების გასაკონტროლებლად შექმნილი 25-კაციანი ჯგუფი მოქმედებს, თუმცა ეს ჯგუფი მხოლოდ სპეციალური შეტყობინების საფუძველზე ახდენს რეაგირებას.
„უკანასკნელ პერიოდში ქართულ ჯარში სიკვდილიანობის რიცხვმა მოიმატა. სახალხო დამცველის აპარატი რეგულარულ მონიტორინგს ვერ ახორციელებს, თუმცა მკაცრ რეაგირებას ახდენს შემოსულ შეტყობინებებზე“, - განაცხადა „მედიანიუსთან“ საუბარში სახალხო დამცველის მოადგილემ ბაჩო ახალაიამ.