კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გატაცებულთა ნათესავები გზის გახსნას არ აპირებენ

18 ივლისი, 2005

გატაცებულთა ნათესავები გზის გახსნას არ აპირებენ

თბილისი.12.07.05.მედიანიუსი.  ცხინვალიდან 6 ივნისს ერთ-ერთი გატაცებულის ძმა ლევან ხაჭაპურიძე აცხადებს, რომ ლიახვის ხეობის მოსახლეობა კეხვთან გადაკეტილი ცხინვალი-როკის გზის გახსნას არ აპირებს.

მისივე თქმით, გატაცებულების შესახებ რაიმე სასიამოვნო ცნობა მოსალოდნელი არ არის. "ჯერ ისიც არ ვიცით, ცოცხლები არიან თუ მკვდრები", - აცხადებს ლევან ხაჭაპურიძე.

როგორც ცნობილია, ქალაქ ცხინვალის ოსური ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ ვაჟა ხაჭაპურიძემ რამდენიმე დღის წინათ განაცხადა, რომ გატაცებულების შესახებ მალე დამაიმედებელი ცნობა გავრცელდება.

ლევან ხაჭაპურიძე გამტაცებლებთან მოლაპარაკებებს ისევ აწარმოებს. იგი არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ოსური მხარე გატაცებულებზე ოსი კრიმინალის მარეკ დუდაევის გაცვლას მოითხოვს.

"ეს ჟურნალისტების მიერ გაბერილი ამბავია", - აცხადებს გატაცებულის ძმა.

ლევან ხაჭაპურიძის თქმით, გატაცებულებთან ლაპარაკი მხოლოდ იარაღით არის შესაძლებელი.

ახალი ამბები