კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რუსთავის №6 საპყრობილეში გამართული მრგვალი მაგიდა პატიმართა უფლებებს მიეძღვნა

21 ივლისი, 2005

რუსთავის 6 საპყრობილეში გამართული მრგვალი მაგიდა პატიმართა უფლებებს მიეძღვნა

 

თბილისი.14.07.05.მედიანიუსი. რუსთავის 6 საპყრობილეში, სადაც ევროკავშირის TACIS-ის პროექტის ფარგლებში მიმდინარე რეკონსტუქცია დასასრულს უახლოვდება,  გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზეციხე - პატიმარი - საზოგადოება.”

 

შეხვედრა შედგა ევროკომისიისა და გაეროს განვითარების ფონდის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტისსაზოგადოების ცნობიერების ამაღლება პენიტენციალურ სისტემასა და პატიმართა უფლებებზეფარგლებში, რომელსაც ორგანიზაციაკონსტიტუციის 42- მუხლიახორციელებს.

 

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ეკა ტყეშელაშვილი, გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენელი საქართველოში ოლავი ისრაელი, ევროკავშირის პროექტის წარმომადგენელი ქეთევან ხუციშვილი, “კონსტიტუციის 42- მუხლისწევრები და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.  

 

ეკა ტყეშელაშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საპყრობილე არამარტო საერთაშორისო სტანდარტებით იქნება აღჭურვილი, არამედ დაინერგება მართვის ახალი მოდელი. თანამშრომელთა ხელფასები გაიზრდება, გაუმჯობესდება პატიმართა კვება, იქნება დაცვის უკეთესი საშუალებები. საპყრობილე 800 ადამიანზეა გაანგარიშებული.

 

ტყეშელაშვილის განცხადებით, ამ საპყრობილის თანამშრომლები კონკურსის წესით შეირჩევიან და შემდგომში სპეციალურ მომზადებას გაივლიან. საპყრობილის ამოქმედება, სავარაუდოდ, წლეულს ოქტომბერში გახდება შესაძლებელი.

 

მრგვალი მაგიდის მონაწილებმა ისაუბრეს პატიმართა უფლებებსა და საზოგადოებასთან მათი ინტეგრაციის პრობლემაზე, სასჯელაღსრულების სისტემის საერთაშორისო სტანდარტებზე და ..

ახალი ამბები